ახალი თაობის შეიარაღების შექმნა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში სტრატეგიული ბალანსი დიდი ხნით უზრუნველყოს, რუსეთის თანამედროვე ატომური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი წარმატება გახდა. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ საუბარია ატომური ინდუსტრიის მუშაკებისადმი ვლადიმერ პუტინის მისალმებაში.
რუსეთის პრეზიდენტის მისალმება მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა წაიკითხა.
პუტინმა რუსული ატომური ინდუსტრიის მიღწევათა შორის ასევე დასახელა სწრაფი ნეიტრონული რეაქტორების შექმნა, რომელიც მომავალში ბირთვული ენერგიის განვითარებას შეუწყობს ხელს და პირველი მცურავი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება.