გერმანიამ, იტალიამ, მალტამ და საფრანგეთმა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განსახლების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.
როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა მაიკლ ფარუჯამ განაცხადა, მან და მისმა კოლეგებმა „საერთო დოკუმეტი“ შეიმუშავეს, რომელსაც 8 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენენ.
დოკუმენტის დეტალები უცნობია. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარია ოხისალოს განმარტებით, შეთანხმება „დროში შეზღუდულია“ და მხოლოდ იმ მიგრანტებს ეხება, რომლებიც ზღვაში გადაარჩინეს.