შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

16 წლის ეკოაქტივისტის აქციამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კლიმატთან დაკავშირებული გაფიცვების მოწყობა სხვა ქვეყნების მოსწავლეებმაც დაიწყეს. თავად ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია:

ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას.

30 წლის განმავლობაში მეცნიერება მკაფიოდ მიანიშნებდა გლობალური დათბობის საფრთხეზე. თქვენ აცხადებთ, რომ გესმით ის, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. მაგრამ მე არ მჯერა ამის: თქვენ რომ ყველაფერი გესმოდეთ, მაგრამ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებდეთ, ეს იქნებოდა ბოროტება.

პოპულარული წინადადება იმის შესახებ, რომ ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ორჯერ შემცირება მოგვცემს 50%-იან ალბათობას იმისა, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსზე მეტად არ გაიზრდება [XXI საუკუნის ბოლომდე].

შესაძლოა თქვენ გაწყობთ 50%. მაგრამ ეს პროგნოზი გათვლილია იმაზე, რომ ჩემი თაობა და ჩემი თაობის ბავშვები გაწმენდენ ჰაერს თქვენი ასობით მილიარდი ტონის ნახშიროჟანგის აირისგან ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც თითქმის არც არსებობს. 50%იანი რისკი ჩვენ არ გვაწყობს - რადგან სწორედ ჩვენ გვექნება საქმე შედეგებთან.

თქვენ ჩვენ გვღალატობთ. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენი მომავალი თაობები შემოგყურებენ. და თუ თქვენ მოგვატყუებთ, ჩვენ არასდროს გაპატიებთ. მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები გარდაუვალია, გინდათ ეს თქვენ თუ არა.