აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ომის თავიდან არიდება სურს, თუმცა ამისთვის ზომების მიღებაა საჭირო.
პომპეოს განმარტებით, ომანის ყურეში დამატებითი ჯარების გაგზავნა მხოლოდ „თავდაცვას“ ნიშნავს.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასეთ შემაკავებელ ზომას მიიღებდა და ეს ირანელი ლიდერებსაც კარგად ესმით.
„ჩვენი მიზანი ომის თავიდან არიდებაა“, - აღნიშნა პომპეომ.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბერის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენ. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.