ფრანგი მინისტრი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციაა

ფრანგი მინისტრი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციაა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე საფრანგეთის მთავარი მიზანი აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციაა, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ჰასან როუჰანის შეხვედრა ახლა მთავარი პრიორიტეტი არ არის, მთავარია, შესაძლებელია თუ არა დეესკალაცია ორ სხვადასხვა მოთამაშეს შორის.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბრის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენ. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.