აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, - წერს CNN. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება.
თეირანის მიმართ სანქციების მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობ დაწესებულებებზე გასულ კვირას განხორციელებული თავდასხმა გახდა, რაზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.
აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.