მალტა იტალიის სანაპირო დაცვის მიერ გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვამ, ცოტა ხნის წინ მალტის საკოორდინაციო ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გადაარჩინეს.
სამაშველო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მალტის მთავრობა მიგრანტების მისაღებად გემს არ გზავნიდა. მალტაში აცხადებდნენ, რომ მიგრანტები უახლოეს ხმელეთამდე უნდა წაეყვანათ. ეს კი, იტალიის კუნძული ლამპედუზა იყო. თუმცა საბოლოოდ მალტა მიგრანტების მიღებას დათანხმდა.