ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმების უკან დგას.
საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმაში ამერიკის მიერ ირანის დადანაშაულებას თეირანი უაზრო განცხადებას უწოდებს.
ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აბას მუსავმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
ისლამური რევოლუციის მცველთა საჰაერო კოსმოსური ძალების ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ კი განაცხადა, რომ ირანი სრულფასოვანი ომისთვის მზად არის.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ამერიკული ბაზა, საჰაერო ხომალდი, რომელიც ირანის გარშემო ტერიტორიას, 2 000 კმ აშორებს, ჩვენი სარაკეტო სისტემების საზღვრებშია“, - აღნიშნავს ირანელი მაღალჩინოსანი.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.
ირანის სარაკეტო პროგრამები მისი მეზობელების-სპარსეთის ყურის სუნიტური ქვეყნებისა და ისრაელის შეშფოთებას იწვევს. მას შემდეგ კი, რაც თეირანმა 29 იანვარს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.