Die Welt: ერდოღანის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნიდან 31 ადამიანი გაიტაცა

Die Welt: ერდოღანის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნიდან 31 ადამიანი გაიტაცა

2016 წლიდან თურქეთის სპეცსამსახურებმა საზღვარგარეთ სულ ცოტა 31 ადამიანი გაიტაცეს, რომლებიც შემდეგ თურქეთში სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ადამიანის უფლებათა შესახებ გაეროს ქვეპროგრამების მიერ მოზმადებულ ხუთ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გატაცებების შესახებ ძირითადად ცნობებს შვეიცარიის განათლების, ტრენინგის და ინტეგრაციის ფონდი იუწყება. ამ ორგანიზაციას კავშირები აქვს ფეთჰულა გიულენთან, რომელსაც ანკარა ტერორისტად და 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გატარიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. ფონდის ინფორმაციით, თურქეთის სპეცსამსახურებმა ადამიანები გაიტაცეს ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის: მალაიზია, პაკისტანი, კოსოვო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, გაბონი და მიანმარი.

უფლებადამცველები ასევე საუბრობენ გატაცების ჩავარდნილ ოპერაციებზე. მაგალითად, 2016 წელს ციურიხში სამ თურქ ჯაშუშ არ გამოუვიდა ანკარაში ბიზნესმენის ძალით ჩაყვანა, რომელიც თურქულ-შვეიცარიული წარმოშობის არის. ასეთივე ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა 2018 წელს მონღოლეთშიც.