შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News.
მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებისკენ მიიწევს.
გასულ კვირას „უმბერტოს“ შედეგად ბაჰამის კუნძულებზე ძლიერი წვიმა იყო. სტიქია ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაატყდა თავს. „დორიანმა“ იქ 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 1300 ადამიანია დაკარგული, 15 ათასი კი თავშესაფარს, საკვებსა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.