რუსეთში პოლიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შტაბებში დღეს დილიდან მასშტაბურ ჩხრეკას ატარებს. საგამოძიებო მოქმედებები რუსეთის 29 ქალაქში მდებარე შტაბებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, თითოეულ ქალაქში მდებარე რამდენიმე შტაბს ჩხრეკენ, თუმცა Медиазона-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 33 ქალაქში მიმდინარეობს.
სავარაუდოდ მასობრივი რეიდი უკავშირდება ანტიკორუფციული ფონდის მიერ ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. საუბარია 75 მილიონ რუბლზე. ფონდი ალექსეი ნავალნის მიერ არის დაარსებული.