CNBC: რუსეთი შეუზღუდავი დიაპაზონის მქონე ბირთვულ რაკეტებს ცდის

CNBC: რუსეთი შეუზღუდავი დიაპაზონის მქონე ბირთვულ რაკეტებს ცდის

რუსეთმა საკრუიზო რაკეტა "ბურევესტნიკი" სულ ცოტა ხუთჯერ გამოსცადა და ყველა გაშვება წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამ საკითხზე აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშებს იცნობენ.

ამერიკის დაზვერვის თანახმად, სატესტო გაშვებები 2017 წლიდან ტარდება. ყველაზე ხანგრძლივი ფრენა 2 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ყველაზე მოკლე კი 4 წამი.

CNBC-ის წყაროები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი პროექტზე მუშაობის დაჩქარებას გეგმავს, რათა რაკეტები სამხედრო შეიარაღებაში 2025 წლიდან ჩაუშვან.

საკრუიზო რაკეტა შეუზღუდავი დიაპაზონის მქონე ინტერკონტინენტური ბირთვული რაკეტაა.

ამ რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით ოფიციალურად, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 2018 წელს განაცხადა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას“ ტოვებს.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება". შეთანხმება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

რუსეთმა „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

 

 

Katana : ?
იმედია, DDDzia, როგორც არტილერისტი, განგვიმარტავს, რა არის ეს "საკრუიზო, შეუზღუდავი დიაპაზონის მქონე ინტერკონტინენტური რაკეტა"...
5 წლის უკან