2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
დღემდე, 2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641 მსხვერპლი, მათგან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.
5 ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება.
ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს - ხალიდ შეიხ მუჰამედს და მის ოთხ თანამზრახველს ბრალი სამხედრო დანაშაულში ედებათ. ბრალდების მტკიცებით, მათ ტერაქტები დაგეგმეს და 4 „ბოინგის“ 19 გამტაცებელს მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე დაკავებულს სიკვდილით დასჯა ელის. ხუთივე დაკავებული სამართალდამცველებმა 2002-2003 წლებში პაკისტანში დააკავეს.