ივნისსა და ივლისში საფრანგეთში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხემ წელს საფრანგეთში 1,435 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი 75 წელზე მეტის იყო. ივნისში საფრანგეთში რეკორდული სიცხე 46 გრადუსი ცელსიუსი აღინიშნა, პარიზში ჰაერის ტემპერატურა ივლისში 42.6 გრადუსი ცელსიუსი იყო.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში სიცხის პირველ ტალღას ქვეყნის მასშტაბით 567 ადამიანი ემსხვერპლა, 868 ადამიანი კი 21-27 ივლისის პერიოდში დაიღუპა.