„ვფიქრობ, „ნაციონალებს“ აქვთ შიში, ჰააგის ტრიბუნალმა ბრალი არ წაუყენოს საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობას“

„ვფიქრობ, „ნაციონალებს“ აქვთ შიში, ჰააგის ტრიბუნალმა ბრალი არ წაუყენოს საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობას“

მიხეილ სააკაშვილი მთელ მსოფლიოს დუელში იწვევს. იგი თითქოს ცდილობს, ფარდა ახადოს აქამდე დაფარულ ფაქტებს და ისეთი სარჩული დაუდოს მოვლენებს, თუ როგორ „გაყიდა“ პრაგმატულმა დასავლეთმა საქართველო. სააკაშვილმა კონკრეტული გვარებიც ჩამოთვალა: კონდოლიზა რაისი, ნიკოლა სარკოზი, ჯორჯ ბუში... ეს მაშინ, როცა აქამდე სხვაგვარად ფასდებოდა აგვისტოს ომის წინა პერიოდი, რომ თუნდაც კონდოლიზა რაისი სააკაშვილს ურჩევდა, არ წამოგებოდა რუსულ პროვოკაციებს...

სააკაშვილმა ნიკოლა სარკოზი და მისი ჯამბაზობაც ახსენა, რომელმაც „აგვისტოს ომის საქმეში ამერიკელები დიპლომატიურ პროცესს ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა“; არც გერმანელები დაივიწყა, რომლებმაც „რუსებს 2008 წლის აგვისტოში თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს“; ასევე, ახსენა ჯორჯ ბუში, რომელმაც თურმე „სოჭში პუტინის ნათქვამს წაუყრუა, რომ საქართველოსთან ომი იქნებოდა და ამით მწვანე შუქი აუნთო რუსებს“.

„კონდი რაისი ამას გამუდმებით იმეორებდა, „მე ვიცნობ რუსებს, მე იქ ნამყოფი ვარ, მე იქ მიციგურავია, როდესაც პატარა გოგო ვიყავი, მე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში დავდიოდი, ისინი შენს წინააღმდეგ პროვოკაციას განახორციელებენ, თუმცა არაფერს მოიმოქმედებენ“. ერთადერთი, ვინც, სააკაშვილის თქმით, განსხვავებულად სუბრობდა, შტაინმაიერი იყო. შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში, ის ნერვიულობდა, მან იცოდა, რომ შემოჭრა განხორციელდებოდა. შტაინმაიერმა რესტორანში ყოფნისას უთხრა კიდეც ქართულ მხარეს, „ბიჭებო, რა სამშვიდობოებზე საუბრობთ? მალე დიდი მასშტაბის ომის გექნებათ“.

რას ემსახურება სააკაშვილის ახლანდელი განცხადებები, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ იგი სარკოზის საკუთარ მეგობრად მოიხსენიებდა. ეს ის სარკოზია, რომელზეც სააკაშვილი 2013-ში ამბობდა, რომ სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო, ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყნის და ევროპის მომავალი.

რა როლი მიუძღვით დასავლელ ლიდერებს 2008 წელს სააკაშვილის წაქეზებაში? მისი ნათქვამი რეალობაა, თუ აგვისტოს ომის ტრაგედიის სხვებზე გადაბრალების მცდელობა? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

დღემდე მაკკეინზე გვქონდა ეჭვი, რომ ის იყო სააკაშვილის წამქეზებელი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ სულ ახლანდელითვითაღიარებებითყოფილმა პრეზიდენტმა სხვა ცნობადი პოლიტიკოსებიც გარია ამ საქმეში. რატომ ახსენა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დასავლეთის ყოფილი ლიდერები აგვისტოს ომის საქმეში უარყოფით კონტექსტში?

- ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილმაც და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმაც, თუნდაც იმავე გიორგი ბარამიძემ თავის ამასწინდელ გამოსვლაში ხმაშეწყობილად დაიწყეს დასავლეთის, ანუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთგვარი დამუნათება, დადანაშაულება იმაში, რომ თურმე მათი ქმედებების შედეგად მოხდა აგვისტოს ომში ის, რაც მოხდა. კონკრეტულად, რა დგას ამის უკან, რატომ აირჩიეს ეს სტრატეგია, ჯერ კიდევ გასარკვევია. გასაგებია, რომ მათი გამონათქვამები დასავლური აუდიტორიისა და კონკრეტულად მათ მიერ დასახელებული ადამიანების ყურადღების მიღმა არ არის გასული. სავარაუდოდ, ამაზე იქნება რეაქცია. შეიძლება, ეს რეაქცია არ იყოს საჯარო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს, გარკვეულწილად, გამოწვეულია იმით, რომ „ნაციონალებს“ აქვთ შიში, ჰააგის ტრიბუნალმა ბრალი არ წაუყენოს საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარკვეულ პირებს. ეს ერთი შესაძლო მიზეზია. მეორე შესაძლო მიზეზია ის, რომ „ნაციონალები“ საკუთარ თავს კედელთან მიყენებულად გრძნობენ. როგორც მინიმუმ, სამი ავტორიტეტული დასკვნა დაიდო იმის თაობაზე, თუ რა იყო აგვისტოს ომის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამომწვევი, ანუ ბიძგის მიმცემი. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ევროკავშირის ფაქტების დამდგენი, ანუ ტალიავინის კომისიის დასკვნა და ბრიტანეთის ლორდთა პალატის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. სამივე დასკვნა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აცხადებს, რომ კი, რუსეთმა დაიწყო ფართომასშაბიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ და ამას ეჭვის ქვეშ არავინ არ აყენებს, მაგრამ ამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას ბიძგი მისცა ქართული მხარის მიერ ცხინვალის ინტენსიურმა დაბომბვამ. რამ გამოიწვია ეს დაბომბვა, რომ ეს ჩვენი მოსახლეობის დაცვის მიზნით კეთდებოდა, როგორც ჩანს, ეს ევროპელებს ნაკლებად აინტერესებთ, მათთვის მთავარია დიდი სურათის დანახვა. ეს დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ, სავარაუდოდ, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის საგამოძიებო კომისია სხვა დოკუმენტებთან ერთად ამითაც ხელმძღვანელობს. ამიტომაც სააკაშვილი და მისი გუნდი ყველანაირად ცდილობენ, დასავლეთის ლიდერები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ, მათზეც გადაიტანონ აგვისტოს ომის შესახებ პასუხისმგებლობა და რაღაცნაირად ისინი აიძულონ, რომ მათ ააცილონ ჰააგის ტრიბუნალის პასუხისმგებლობა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთნაირი განცდა მრჩება. სხვანაირად ასეთი უეცარი თავდასხმა და შეტევები დასავლეთის მაშინდელ და ამჟამინდელ ლიდერებზე, უბრალოდ, აუხსნელია.

ამერიკაში ქორების ფრთას ვინც წარმოადგენდა, ანუ მაკკეინი ცოცხალი აღარაა. როგორც ამბობენ, ის აქეზებდა სააკაშვილს, რადგან აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანისთვის ანტირუსული რიტორიკა სჭირდებოდა, მაგრამ ცოცხლები არიან კონდოლიზა რაისი, სარკოზი და სხვები, რომელმაც თურმემისტრალებშიგაცვალა რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი. ისინი ხომ იტყვიან სიმართლეს?

- უფრო დეტალებში რომ ჩავიდეთ, კონდოლიზა რაისმა და ცნობილმა ექსპერტმა რონალდ ასმუსმა (წიგნით „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღწერეს აგვისტოს ომთან დაკავშირებული პერიპეტიები, რა ხდებოდა იმ დროს თეთრ სახლში და მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის კაბინეტში. ხდებოდა შემდეგი რამ, კერძოდ, ჯორჯ ბუშის რამდენიმე მრჩეველი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს დახმარებოდნენ იმით, რომ დაებომბათ როკის გვირაბი. ამან უშიშროების საბჭოს სხვა წევრებში, ჯორჯ ბუშის უშიშროების საკითხებში მრჩეველ სტივენ ჰედლისა და სხვა დამსწრეთა შორის წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ პირდაპირ თქვეს, რა გინდათ, ჩვენ საქართველოს გამო რუსეთთან ომი დავიწყოთ? ამის შემდეგ უკვე ჯორჯ ბუშმა აღკვეთა ეს ყველაფერი და ამ თემას იმ სხდომაზე არავინ დაბრუნებია.

საინტერესოა, ვინ იყვნენ ის მრჩევლები, ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ მოვიკვლიე მათი ვინაობა. ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ რადიკალურ სამხედრო სცენარს სთავაზობდნენ, ხომ არ იყვნენ ის ხალხი, რომლებიც შესაძლოა, სააკაშვილს უგზავნიდნენ სიგნალებს, რათა მას დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის სამხედრო დახმარების იმედი ჰქონოდა?! სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ცხინვალში და ეს უკვე მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა, ქართველ სამხედროებს ჰქონდათ მოლოდინი, ახლა თუ არა, ხვალ-ზეგ დასავლეთი მათ დაეხმარებოდა. სააკაშვილი სულელი არ არის და მართლა ასე უკანმოუხედავად არ დაიწყებდა მასირებულ შეტევას ცხინვალზე. მარტო საარტილერიო დაბომბვა იქ არ ყოფილა, სახმელეთო ძალებიც წავიდნენ ცხინვალის ასაღებად და მათ უკან მიჰყვებოდა პოლიტიკური კოლონა, ტრიბუნებით, დროშებით დატვირთული, რომ, თუ აიღებდნენ ცხინვალს, მერე იქ საზეიმო ვითარებაში გამარჯვება ეზეიმათ. ძალიან ბევრი თეთრი ლაქაა ამ ომის ისტორიაში, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ვერც ტალიავინის კომისიამ გასცა ბოლომდე პასუხი, რეალურად რა მოხდა და ვერც პაატა დავითაიას ე.წ. საპარლამენტო კომისიამ, რომელიც თავიდან ბოლომდე ორკესტრირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“.

სხვათა შორის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ წამოწყებული გამოძიების შედეგები, რომელიც მან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო, არავის უნახავს. მე ვკითხე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, თუ გამოქვეყნდებოდა ეს მასალები, მაგრამ მისგან გაურკვეველი პასუხი მივიღე ამის თაობაზე. ასე რომ, სანამ ჩვენი საზოგადოება ბოლომდე არ გაიგებს სიმართლეს, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ყოველთვის იქნება ასეთი დისკუსიები და არაჯანსაღი სპეკულაციები. ვინ დაიწყო ეს ომი, ხელოვნურად შემოგდებული კითხვაა, ომი დაიწყო რუსეთმა, ეს ცალსახაა, მაგრამ ამას რა უძღოდა წინ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს.

დასავლეთსაც და სააკაშვილსაც თავისი ცოდვები ეყოფათ თუნდაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მართლაც ბოლომდე არ მიჰყოლია სარკოზი. ამ შეთანხმების შეუსრულებელი პუნქტებიმისტრალებსხომ არ გადაჰყვა და სააკაშვილი ნაწილობრივ მართალი ხომ არ არის სარკოზისთან მიმართებით?

- ვერ გეტყვით. ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, მაშინ უნდა ვიყო ის პირი, ვინც იქ იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე რაც ვიცი, ის არის, რომ მიდიოდა ძალიან სერიოზული ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმება. სხვათა შორის, იმ შეთანხმებიდან სააკაშვილის დაჟინებული თხოვნით, ამოიღეს ის პუნქტი, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი განისაზღვრებოდა შემდგომი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად. ამ პუნქტის ამოღებამ რუსეთს გზა გაუხსნა, რომ მას ეღიარებინა ეს რეგიონები. ეს პუნქტი რომ დარჩენილიყო და ამ რეგიონების სტატუსის განხილვის საკითხი ღია ყოფილიყო, მაშინ გაუჭირდებოდა რუსეთს ლეგიტიმური საფუძველი დაედო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისთვის.

trampi შენ პირს შაქარი, მაგრამ მეეეჭვება.....
5 წლის უკან