„ქართველებს სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსი სენი შეეყარათ?!“

„ქართველებს სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსი სენი შეეყარათ?!“

ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტის სახელობის ქუჩა არ უნდა იყოს. ასე მიიჩნევს ჩვენი საზოგადოების ნაწილი და უკვე მერამდენე წელია, მოსკოვის გამზირის სახელის გადარქმევას ითხოვს. მოსკოვის გამზირს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების სახელი უნდა ეწოდოს, გადაწყვეტილება ახლა თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.

სხვათა შორის, თვით მოსკოვის გამზირზე მცხოვრებლებსაც უხერხულობას უქმნის საკუთარი გამზირის დასახელება. ზოგადად, ქვეყანაში პრობლემა არა მხოლოდ ქუჩების დასახელებებშია, არამედ იმაშიც, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს ოკუპაციის სიმძიმე და სიამოვნებით უსმენს ოკუპანტის სიმღერებს მაშინ, როცა ბალტიისპირელები რუსულად ლაპარაკსაც თაკილობენ.

როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ქართველებს სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსი სენი შეეყარათ. სტოკჰოლმის სინდრომი სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქციაა, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ უჩნდება. ამ მოვლენამ სახელწოდება იმ რეალური ფაქტის გამო მიიღო, რაც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ციხიდან გამოქცეული შეიარაღებული დამნაშავეები სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობაში შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს ქალბატონები. რამდენიმე დღის შემდეგ გამტაცებლებსა და მძევლებს შორის თანდათანობით უჩვეულო კავშირი ჩამოყალიბდა. მათ თბილი დამოკიდებულება გაუჩნდათ ერთმანეთთან. ყველა მძევალი ცდილობდა დამნაშავეთა დაცვას და პოლიციას მტრად თვლიდნენ. მოგვიანებით მათ ციხეშიც მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

ეს ირაციონალური რეაქცია მსხვერპლს შეიძლება აღმოაჩნდეს გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები უკვე არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს.

უნდა არსებობდეს თუ არა თბილისში ოკუპანტის დედაქალაქის სახელობის გამზირი?

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი ქუჩების გაუქმების საჭიროება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არსებობდა. სამწუხაროდ, არც ერთმა ხელისუფლებამ ადეკვატურად არ შეაფასა ის, რაც განიცადა საქართველომ რუსეთის მხრიდან 1921 წლიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრე, 1801 წლიდან დაწყებული.

„ამ ყველაფერს თავის დროზე ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონოდა. მე არ ვგულისხმობ, ომი დავიწყოთ რუსებთან და მათ მიმართ აგრესიულები ვიყოთ, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი. სახელი უნდა დაერქვას იმას, რაც იყო მანამდეც, მერეც და ახლაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თვითდადანაშაულების, თვითბრალდების და თავის მართლების რეჟიმში, ნაცვლად იმისა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რაც ხდებოდა საქართველოში ისტორიულად, რომ ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. ბევრს არც ის მოსწონს, რომ რუსული სიმღერები ისმის ზოგიერთ ადგილას, ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ნაწილი. ჩვენ კიდევ ომში ვართ, ეს არის პროპაგანდისტული დამოკიდებულება, დიდ თანხებს ხარჯავს რუსეთი ამ პროპაგანდაში, რათა ადამიანების ფსიქიკაზე მოახდინოს გავლენა. ეს არის სტოკჰოლმის სინდრომი, რომელზეც ჩვენ კვლევები ჩავატარეთ. მე მივდივარ მსოფლიო ფსიქიატრთა კონგრესზე და იქ მექნება მოხსენება „სტოკჰოლმის სინდრომი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“. ეს არის წარსულის გავლენების, არქეტიპების ბრალი, ეს აღვიძებს ჩვენს მოქალაქეებში აგრესორის მიმართ პარადოქსულ რეაქციას, როგორიცაა სტოკჰოლმის სინდრომი“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე განმარტებით, ნაცვლად იმისა, აგრესორის მიმართ გვქონდეს ადეკვატური განწყობა, წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა საქართველომ იბრძოლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, ჩვენს ხალხს აქვს ლოიალური დამოკიდებულება და თბილი განწყობა აგრესორის მიმართ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსკოვის გამზირის დასახელება შეიცვლება თუ არა, ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. ეს არც პლუსია და არც მინუსი და არ შეიძლება ამ საკითხს ემოციურად მივუდგეთ. თუ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩათვლის, რომ მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელი, მაშინ უნდა გადაერქვას.

„გამოკითხვა რომ ჩატარდეს და სამი გრაფა იყოს - „ემხრობით“, „არ ემხრობით“, თუ „პასუხი არ გაქვთ“, მე ავირჩევდი მესამე გრაფას - „პასუხი არ მაქვს“. ეს არ არის ის თემა, რომელიც მაწუხებს. თუ გადაარქმევენ სახელს, კარგი იქნება, თუ არ გადაარქმევენ, მათი ნებაა. დალაგდნენ, იდებატონ, იკამათონ ამ საკითხის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა. ჩვენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც გვყავს - თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ისინი უფრო მეტად არიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ანკარის, ერევნის ან ბაქოს გამზირები?! თუ არ გვაქვს ამ სამი მეგობარი სახელმწიფოს დედაქალაქების გამზირები, რაღა მტრული სახელმწიფოს დედაქალაქის გამზირი გვაქვს? ეს კითხვა ლიგიკურია. მაგალითად, რუსული სიმღერები პიროვნული გემოვნების საკითხია. ვისაც მოსწონს რუსული სიმღერა, ვერ ავუკრძალავთ, სახლში დაუკრას, მაგრამ გამზირი უკვე საზოგადოებრივი ადგილია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და სტალინის ძეგლთან ავლებს პარალელს.

როგორც გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმა არ შეიძლება, ის შეიძლება მუზეუმში დადგა, საკუთარ ბაღში დადგა, რადგან ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს ნიშნავს სახელმწიფოს ღირებულებებს, ასევეა გამზირიც. ამიტომ, თუ გაქვს მოსკოვის გამზირი, მაშინ უნდა გქონდეს ბაქოს, ანკარის, ერევნის გამზირი, რათა ეს ფაქტი არ ჩანდეს უცნაურად.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, როგორც კი ჩვენ გავაუქმებთ მოსკოვის გამზირს, რუსებიც გვიპასუხებენ და გააუქმებენ უნიკალურ ძველ ქართულ ქუჩებს - გრუზინსკაია, მალა გრუზინსკაია, მაგრამ არც ეს არის დიდი პრობლემა.

 

უ ც ხ ო .
სხვათა შორის, აჭარა რუსეთის წყალობით დაუბრუნდა საქართველოს და ის დროა, უკანვე მივუგდოთ თურქეთს: ოკუპანტის მოტანილი არაფერი არ გვინდა!..
5 წლის უკან
sss ოსმალეთის იმპერიას, როგორც დამარცხებულს დაეკისრა კონტრიბუცია რუსეთის სასარგებლოდ. მათ ვერ გადაიხადეს კონტრიბუცია და სანაცვლოდ დათმეს აჭარა. რომ გადაეხადათ მაშინ ეს ტერიტორიები ისევ ოსმალეთს დარჩებოდა. წაიკითხეთ ისტორია. ქართველები დაიხიცნენ რუსეთის ომებში, რომელიც საქართველოს არ ეხებოდა, ჩრდილო კავკასია სამწუხაროდ ქართველების დახმარებით იქნა დამორჩილებული, შამილი ორბელიანმა დაატყვევა, სტალინმა ბირთვული პოტენციალი დაუტოვა რუსეთს რითაც მთელ მსოფლიოს აშინებს და ატერორებს. ასე რომ ჩვენ რუსების ვალი არ გვაქვს და შეიგნეთ ეს. ერთმორწმუნეობის ნიღბით რაც გაუკეთეს საქართველოს და მის ეკლესიას ესეც ხომ ცნობლია. მაგრამ რას იზამ სტოკჰოლმის სინდრომი სჭირს ქართველების ნაწილს -ჩექმას, რომ დაადგამს რუსი თავზე ქვემოდან შეხედავს და უყვარს მაინც, რა ქნას.
5 წლის უკან
DDDzia sss
შეკითხვა მაქვს - ტაო-კლარჯეთი რის სანაცვლოდ დათმეს?
ჟორდანიას დამსახურებით რომ დაუბრუნეს "დედა თურქეთს" ეს ტერიტორია?
სოჭი და სოჭის ოლქო ვისი დამსახურებით დათმეს?
ჭარ-ბელექანი ვინ აჩუქა აზერბაიჯანს?
ლორე ვინ დაუთმო სომხეთს?
ვინ გაუფორმა წაგებულ მხარეს, გერმანიას, ვასალური ხელშეკრულება, რომლის გამოც საქართველო გერმანიის ბანაკში აღმოჩნდა?
ვისი დახმარებით მოხდა 1832 წლის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ?
რა იყო მიზეზი და მოტივი გურიის აჯანყებისა?
შამილი ორბელიანს რომ არ დაეტყვევებინა, რუსები ამას ვერი იზავდნენ?
ვის ჯარს მეთაურობდა ორბელიანი?
შამილის დატყვევება საქართველოსთვის კარგი იყო, თუ ცუდი?
ვინ აღკვეთა ლეკიანობა ქართლ-კახეთში და ხალხით ვაჭრობა დასავლეთ საქართველოში?
რომელი ომი არ ეხებოდა საქართველოს?
საქართველო რუსეთის იმპერიაში რომ არ ყოფილიყო, ილაპარაკებდი და წერდი ახლა ქართულად?
გექნებოდა ახლა ქართული გვარ-სახელი?
ივლიდი ეკლესიაში?
რა გაუკეთეს ეკლესიას?
გთხოვ, ამ შეკითხვებზე მიპასუხო.

სახელების გადარქმევა-გადმორქმევა დიდი არაფერი პოლიტიკაა. არა მგონია, რომ რუსებს აზრად მოუვიდეთ მოსკოვში ბალშაია გრუზინსკაიას, მეტრო სადგურ ბაგრატიონოვსკაიას, გრუზინსკი პერეულოკის და კიდევ უამრავი სხვა სახელის გადარქმევა.

უ ც ხ ო
მიგდებული არ არის, თუ?
სულ 10-15 წელწადში სულ იმათი გახდება. აგერ აქ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე რა ხდება და იქ რაღა იქნება?
2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა, რომლის ერთ-ერთი გარანტორი მხარე რუსეთია მოსკოვის ხელშეკრულების პირობებით, და რა მოხდება?

ვისი გულისთვის ავუყირავდით რუსებს?
ამერიკის?
5 წლის უკან
DDDzia არავითარი სინდრომი არ ჭირს საქართველოს და ქართველ ხალხს გარდა შეგრძლებისა უკიდეგანი უსამართლობისა, უთანასწორობისა და დღევანდლი სიტუაციიდან გამოუვალი მდგომარეობის აღქმისა.
ამიტომ უნდათ სტალინი.
ამიტომ მიდის შეუზღუდავი ანტირეკლამა სტალინისა და იმ დროისა.
თუმცა, აღარ მოხდება ის, რაც უკვე იყო.
ამიტომ ამას აღარც ანტირეკლამა აღარ უნდა.
ეს რუსებს უნდა მოეხდინათ, მაგრამ აღარც იქ არ მოხდება.
იმათაც ისწავლეს კაპიტალისტური წესებით თამაში და ახლა სხვების ყვლეფა-ღლეტვის პოლიტიკას ადგანან.
უჭირთ ჯერ-ჯერობით, მაგრამ ცოტა ხანში ფეხზე დადგებიან და მაერიკასაც აღარ დაუდებენ ტოლს.
არ არის რუსეთში რევოლუციის პირობების შესაბამისი სიტუაცია, როდესაც верхи не могут, а низы не хотят.
ძალიან ძლიერი ხელისუფლებაა იქ.
5 წლის უკან
sss DDDzia
ვისაც რუსეტის ძლიერი ხელისუფლება მოგწონთ რუსეთი დიდია და თქვენი ადგილიც მოიძებნება იქ.
ამდენი ჩამონათვალი, რომ გააკეთე ისე გამოგყავს, რომ რუსები არიან ყოველთვის მართლები და ჩვენ სულ ვსტყუით, რაც თვითგვემას ნიშნავს და ამას ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს. რაც შეეხება ჟორდიანიას და შემდეგ პერიოდში დაკარგულ ტერიტორიებს აქ რუსები არაფერ შუაში ყოფილან? ტროცკიმ, რომ მიუზომა სამხრეთ საქართველო რუსებს ბრეს-ლიტოვსკში არ გისწავლია არასდროს?. ჟორდიანიას მთავრობა რომ დეგენერატი იყო ამას ვინუარყოფს-რუსეთისკენ ჰქონდა თველები მიპყრობილი (თუა არ ვცდები თქვენსავით)
ლორე სომხეთს ინგლისელებმა დაუთმეს (დაგვსაჯეს იმისატვის, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმიანიაზე ავიღეთ ორიენტაცია, გერმანია კი დამარცხდა), შემდეგ ბოლშევიკებმა გაუფორმეს. ბოლშევიკები საიდან იყვნენ ალბათ იცით.
რაც შეეხება ქართულად თუ ვილაპარაკებდი რუსთი რომ არა: რუსები შემოვიდნენ თუ არა დაიწყეს გარუსების პოლიტიკა, ქართულ ენას ეძახდნენ ზაღლის ენას (სკოლაში არ გასწავლიდნენ პატივცემულო?). ვიდრე რუსებამდე ყველა არაქართველმა თბილისსი იცოდა ქართული, რუსების მოსვლის სემდეგ ყველა სხვა ტომი გადაიყვანეს რუსულზე რადგან გაუცხოება მომხდარიყო. სხვა ტომელები ახლაც რუსული სკოლისკენ ისწრაფვიან, მეხუთე თაობის ხალხმაც კი არ იცის ქაღტული (თუ არ გჯერა გეტყვი ცემს მისამართს და მოდი და გაგაცნობ იმ ხალხს ვინც ისევ რუსული სკოლისკენ ისწრაფვის და რუსულად მეტყველებს ან ტავის ენაზე, ქართული კი არ იცის. ბოლოსდაბოლოს პარლამენტში ახალქალაქის დეპუტატი ზის და ქართული საერთოდ არ იცის, ეს გინდა რომ გაგრზელდეს. რუსეთი ამის გაგრძელებას ნიშნავს.)
თუ რუსეთის სიყვარული გვინდა მაშინ უნდა დავიწყოთ ვახტანგ მეექვსის დროიდან - როგორ შეატოვა ირანს მარტოდმარტო ვახტანგ მეექვსე;
შემდეგ გადავიდეთ ტოტლებენზე- ძალიან საყვარლად მოიქცა;
მერე სიონს, რომ ზარბაზანი დაუმიზნეს და ა.შ..
1921-ში, რომ შემოვარდნენ (მაშინაც ნატოში მიდიოდა საქართველო?) და რომელი ერთი გავაგრზელოთ?
ვისიყვარულოთ რუსეთი, ყველაფერი ჩვენი ბრალია, მათ ჩვენთვის სიკეთე უნდათ მაგრამ ჩვენ ვერ ვგებულობთ, ჩვენ გვინდა მათრახი, ერთმორწმუნის მათრახი.
ეკლესიას რა გაუკეთესო კითხვას, რომ სვამთ, არ იციტ რა გაუკეთეს და რას უკეთებენ ახლაც. აფხაზეთში, რომ გადაღებეს და ქართული კვალი წასალეს არ იცით და ასე რომ აკეთებდნენ მთელი მე-19 საუკუნე არ იცით? რაც ეკლესიაში სიმდიდრე იყო დიდი ნაწილი ეგზარხოსებმა, რომ გაზიდეს არც ეს იცი?
მაშინ რაზე ვილაპარაკოთ.
რუსების სიყვარულს არავინ გიშლიტ, მაგრამ ყველა მეზობელთან, რომ პრობლემა აქვს რუსს ამაზე არ დაფიქრებულხართ? ყველასტან მართლები არაიან?
5 წლის უკან
sss შეცდომის გასწორება:
ტროცკიმ, რომ მიუზომა სამხრეთ საქართველო თურქებს ბრეს-ლიტოვსკში არ გისწავლია არასდროს?.
5 წლის უკან
sss საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დიპლომატიის ისტორიის ცნობილ მკვლევარს, პროფესორ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან მიერთება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ახლა ცხინვალი ქართველების მიერ ოსების გენოციდის აღიარებაზე პასუხს მოსკოვისაგან ელოდება.

ბიბილოვის ამ განცხადებაზე თბილისში ბევრმა თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს ურჩობისთვის თბილისზე ზეწოლისთვის სოხუმისა და ცხინვალის გამოყენებას, რომ მას არ სჭირდებოდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან სრულად აკონტროლებს ორივე ოკუპირებულ რეგიონს.

თუ სამხრეთ ოსეთის ისტორიაზე პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს გავიხსენებთ, მათ შორის იმაზე, რომ თითქოს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვეს, ხომ არ ამზადებს მოსკოვი სამხრეთ ოსეთს რუსეთისთვის მისაერთებლად?

"- რასაკვირველია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „მიიერთებს-არმიიერთებს“, ისევე როგორ აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ - „აღიარებს-არაღიარებს“, პირველ შემთხვევაში, ისევე, როგორც საზოგადოებრი აზრი, სახელისუფლებო აზრიც მოტყუვდა. უმეტესობა თვლიდა, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. მაგრამ, ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა.

ახლაც იგივე მეორდება. აქაოდა, რად უნდა ახლა რუსეთს ზედმეტი თავის ტკივილი, რად უნდა მიერთება, რადგან ამაზე ნეგატიური რეაქცია ექნება მსოფლიოს. ყირიმი ვერ მოუნელებია და ასე შემდეგ. ორივე შემთხვევაში, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ახლაც რუსეთის შემდგომ ქმედებებზე თამამ და კატეგორიულ განცხადებებს აკეთებდა და ახლაც აკეთებს, საერთოდ არ ითვალისწინებს რუსეთის ისტორიას.

ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ახლაც რუსეთის შემდგომ ქმედებებზე თამამ და კატეგორიულ განცხადებებს აკეთებდა და ახლაც აკეთებს, საერთოდ არ ითვალისწინებს რუსეთის ისტორიას

ივანე მეოთხე-მრისხანედან დაწყებული, პეტრე პირველით და ასე შემდეგ გაგრძელებული, რუსეთის ისტორია პრაქტიკულად ტერიტორიების ზრდის ისტორიაა. მაშინ გორჩაკოვი კი ამბობდა, რომ ტერიტორიების ზრდა ეს სისუსტის ზრდა არისო. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს ბუხარა, სამაყანდიო, არ გვინდა, მაგრამ იძულებული ვართ, ქვეყნის სიდიდის ზრდაზე ვიყოთ ორიენტირებულიო."

რუსეთი რომ ტერიტორებს იპყრობდა ამას სულ იმოტომ აკეთებდა, რომ ის ხალხი გადაერჩინა (მათ შორის ქართველები), რომ არ გადაშენებულიყვნენ და ენა არ დაეკარგათ. რუსი იმპერატორები სულ ამისათვის იღწვოდნენ მეტი დარდი არ ჰქონიათ.
ქართველმა უნდა დაიჯეროს, რომ რუსი კეთილია, სხვა დანარჩენი ბოროტი და ჩვენი მტერია.

ბმული
5 წლის უკან
sss ქართველმა უნდა დაიჯეროს, რომ რუსი კეთილია, სხვა დანარჩენი ბოროტი და ჩვენი მტერია. ამას ემსახურება რუსული პროპაგანდა
5 წლის უკან
DDDzia sss
უპირველეს ყოვლისა, არავის საქმე არაა სად ვიცხოვრებ და რა მეყვარებ-არმეყვარედა და მათ შორის არც თქვენი საქმე არაა ეს.
მეორე - სანამ ფულზე გაყიდული ე.წ. პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების ციტატებს მოიყვანთ ფაქტად, იქამდე რომ წაიკოთხოთ ისტორია, თუნდაც ვიკიპედიაში მაინც, თქვენთვისაც არ იქნება ურიგო.
ყველა უბედურება, რაც გვჭირს, არის სწორედ უწიგნურობის გამო.
მოკლე ლიკბეზი თქვენთვის:
1. ფოთის ხელშეკრულება იყო დროებითი შეთანხმება გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც ამ უკანასკნელმა მიიღო გერმანიის პროტექცია მფარველობა და აღიარება. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, 1918 წლის 28 მაისს, გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოუ (General Otto von Lossow) და საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს შავი ზღვის პორტ ფოთში.
1918 წლის 14 მარტს გაიმართა ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთის იმპერიასა და ტრანსკავკასიის (ამიერკავკასიის სეიმის) დელეგაციას შორის. ენვერ ფაშამ შესთავაზა ოსმალეთის ყველა ამბიციების დათმობა კავკასიაში, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოსმალეთის აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციის საზღვრების ცნობის სანაცვლოდ. 5 აპრილს, ტრანსკავკასიის დელეგაციის მეთაური აკაკი ჩხენკელი თანხმდება და იღებს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შედეგებს შემდეგი მოლაპარაკებების საფუძვლად როგორც ბაზისად დ მოუწოდებს მთავრობის წევრებს და სახელმწიფო ორგანოებს მიიღონ და დასთანხმდნენ ამ პოზიციას. ტფილისმა აღიარა საომარი მდგომარეობა მასსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. საომარი მოქმედებები განახლდა და თურქებმა სწრაფად დაიკავეს ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, ასევე საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს.
განსაკუთრებული წვლილი გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება (ძალიან კი წაადგა ეს საქართველოს!!). ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი (ეს მაინც დარჩა).
ასეთ ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ორ დღის შემდგომ ფოთში მოხდა გერმანისა და საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის ძალითაც გერმანიამ ფაქტობრივად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო იურიდიულად გერმანიამ ჯერ ოსმალეთს აცნობინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 3 ივნისს, ხოლო ერთ კვირაში 10 ივნისს უკვე თავად ცნო.
ანუ - გერმანიამ თავის მოკავშირე თურქეთს უფეშქაშა ქართული მიწები.
2. ბათუმის ხელშეკრულება 1918 — დაიდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის 4 ივნისს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აგრეთვე დაშნაკური სომხეთისა და მუსავატური აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა.

ბათუმის ხელშეკრულების პირობები შემუშავდა მაშინ, როდესაც ამიერკავკასია ნაწილობრივ ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურამალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაღეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვა.

ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოსცილდა 11.381 კმ2 ტერიტორია 250 ათასი მცხოვრებით, ხოლო სომხეთს 18.125 კმ2 ტერიტორია 404 ათასი მცხოვრებით. ბათუმის ხელშეკრულების პირობები ამიერკავკასიის ხალხებისათვის უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბრესტის 1918 წლის ზავი, რომლის შესაბამისად ოსმალეთისთვის უნდა გადაეცათ ამიერკავკასიის 14.135 კმ2 ტერიტორია. 1918 წლის 4 ივნისს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის.
3. 1918-1921 წლებში რა მიზეზებით მოხდა სომხეთის მიერ ლორე-ტაშირის მითვისება. მოლაპარაკება საზღვრების თაობაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბერს. სომხეთი საქართველოსგან მოითხოვდა ძირძველი ქართული ტერიტორიების დათმობას, როგორც სამხრეთ საქართველოში(ჯავახეთს, ისე ქართლს, თბილისს, გორს) და აჭარაში(ბათუმი). საქართველოს დელეგაციამ სომხეთის მოთხოვნები, სომხეთის მთავრობამ კი როგორც კი მუდროსის ზავის თანახმად თურქეთის ჯარებამ ლორეს რაიონი დატოვეს, იქ სომხეთის ჯარი შეიჭრა. 1918 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეჯახება მოხდა. 1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის ჯარები ბორჩალოს მაზრაში შეიჭრნენ. ინგლისის სამხედრო მისიის შუამდგომლობის შემდეგ, 1918 წლის 25 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყდა.დაიწყო მოლაპარაკება ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. სომხეთის მთავრობამ კარგად გამოიყენა ინგლისის მთავრობის ანტიქართული განწყობილება და წაგებული ომის მიუხედავად, სასაზღვრო კონფლიქტი მაინც საქართველოს საზიანოდ გადაწყდა.

სადაა აქ ტროცკი?
რა შუაში არიან აქ რუსები?
5 წლის უკან
DDDzia რუსები რაც არიან, ყველამ ვიცით.
მაგრამ, უბედურება ისაა, რომ ვიცით და მაინც მის უკანალში ვაფათურებთ ხელებს. ისიც ვიცით, რომ შემობრუნდება და მარტო ხელს კი არა, თავსაც მოგვაჭამს, მაგრამ მაინც ყინჩად ვაგრძელებთ ხელების ფათურს.
ურაპატრიოტიზმმა, უვიცობამ, არაპროფესიონალიზმმა და ვიღაცეების ინტერესების საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებამ მოგვიყვანა აქამდე.
ახლა ვიდგეთ და ვიყვიროთ - რუსეთი ოკუპანტიაო. შეიცვლება რამე? ან ხახოლებს თუ ეშველაბათ?
დიდი ალბათობის არაფერი.
მეგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ რუსეთი ოუპანტია და არ უნდა დაველაპარაკოთ.
5 წლის უკან
sss DDDzia
მე არ ვარ ისტორიკოსი. თქვენ თუ ხართ წიგნი გამოაქვეყნეთ და სიამოვნებით ვიყიდი და წავიკითხავ
გაყიდულიაო როცა ვინმეზე ამბობთ მაგას დამტკიცება უნდა: ფულის აღების ფაქტს უნდა ესწრებოდე. ცვენი ლოგიკით ვისი აზრებიც არ მოგვწონს ზოგი რუსეთზე მიყიდულია და ზოგი სოროსზე, მაგრამ ეს ხომ არ არის სიმართლე. ცინცაძე რუსებს შიგნიდან იცნობს, იქ უსწავლია და უცხოვრია და ჩემზე მეტი აქვს წაკითხული (შეიზლება თქვენზე მეტიც ზუსტად არ ვიცი)
რაც შეეხება თურქების მიერ ბრესტ-ლიტოვსკის სემდეგ ტერიტორიების დაბყრობას (ბორჯომამდე ცამოვიდნენ) ეს გერმანელების ბრალი კი არ ყოფილა. ეს იყო უტვინო მენსევიკების ბრალი. გერმანელები სთხოვდნენ ქართველებს, რომ წასულიყვნენ ბრესტში და დაეხმარებოდნენ ქარტული ინტერესების დაცვაში ვინაიდან ოსმალეთი მაშინ გერმანიის მოკავსირე იყო. მენშევიკები არ წავიდნენ. ეგ ზავი რუსეთსა და გერმანიას სორის იდება და იქ ჩვენ რა გვინდაო. ამან გამოიწვია ყველაფერი. ზავის შემდეგ ოსმალებმა რომ მოითხოვეს ქართული ჯარების გადაყვანა იმ პოზიციებზე რაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განისაზღვრა მაშინ გაჯიქდა ჟორდანია თითქოს რაიმეს თავი ჰქონდა და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. შედეგად ოსმალები გადმოსცდნენ ბრესტ-ლიტოვსკით განსაზღვრულ საზღვრებს და ბორჯომის ხეობამდე ცამოვიდნენ. შემდეგ ჩარევის სედეგად გააჩერეს.
ამას მე კი არ ვიგონებ. იმდროინდელ დიპლომატსა და ისტორიკოსს ზურაბ ავალისვილს აქვს დაწერილი წიგნი და იქ წერია (ავალიშვილიც გაყიდული ისტორიკოსი არ მგონია ცინცაძესავით) და ჩემი აზრით ჩემზე და თქვენზე უკეთ იქნებოდა გარკვეული მაშინდელ მოვლენებში.
რაც შეეხება ლორეს. ლორე კი არა სომხები ითხოვდნენ თბილისი დაცლასაც გაპრამდე ჩვენია და მოსული იყვნენ მარნეულთან, ქართული არმია ვერ აჩერებდა. იცით რატომ: ჟორდანიამ ჯარი ჩაბარა პარტიულ აქტივისტს ვალიკო ჯუღელს და მის იმედად იყო (მაშინდელი გვარდია), მეფის დროინდელი გენერლები არ გაიკარა მათი ეშინოდა და როცა გაუჭირდა მერე მოზებნა გენერალი კვენეტაძე სოფელ ფარცხანაყანებში და სთხოვა ჩასდგომოდა ჟარს სათავეში. გენერალმა დასახა გეგმა და განახორციელა კიდეც. განდევნა სომხები და შეადგინა ერევნის აღების გეგმაც, მაგრამ ამ დროს ცაერივნენ ინგლისელები, რომლებიც სომხებს უჭერდნენ მხარს მათი ინგლისზე ორიენტაციის გამო და დაიდო ზავი, ხოლო, საზღვარი სომხეთთან დარჩა ისე მიტეხილ-მოტეხილი, როგორი მდგომარეობაც იყო იმ საბრზოლო ოპერაციების დროს. ლორე-ტაშირი კი გამოცხადდა ინგლისელების ზეწოლით ნეიტრალურ ზონად, რომელიც შემდეგ ბოლშევიკებმა გაუფორმეს სომხებს
ყველაფერი ეს წაკითხულიც მაქვს და ისტორიკოსებისაგან მოსმენილიც. მე ალბათ ყველა სულგაყიდულს ვუსმენ და მათ დაწერილს ვკითხულობ. მითხარით სულგაუყიდველი ვინ არის და აწი მათ წიგნებს წავიკითხავ
მე არ ვიძახი იმას რომ რუსებს უნდა შევარდეტ ტანკებს ქვეს და დავიხოცოთ უაზროდ, მაგრამ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცეოდნენ ბალტიელები საბჭოთა კავსირის დროსაც კი. რუსმა იცოდა რომ ბალტიელებს ისინი არ უყვარდათ ცეკას მდივნებსაც კი.
გახსოვთ ლიტვის ცეკას მდივანმა ბრაზაუსკასმა გორბაჩოვსა და ლუკიანოვს ხელი რომ მოაწერინა დოკუმენტზე, რომ 1940 წელს საბჭოთა კავშირმა დაგვიპყროო. ჩვენი ცეკას მდივანი რას აკეთებდა მაგ დროს? ძმობას ეფიცებოდნენ პოლიტბიუროს. მე ეს მინდა და არა ის რომ კედელს ვურტყათ ტავი
რუსი რომ გრძნობს, რომ ხუთ ქართველს არ ვუნდივართ ტორემ დანარჩენს გულის სიღრმესი ვუყვარვართ, გადამრჩენელად გვთვლიან, უბრალოდ ხმამაღლა ვერ ამბობენო ეს გვღუპავს ჩვენ
ახლა გინდა უწიგნური მიძახე, გინდა გაყიდული და გინდ რაც გინდა ის. მე ხომ ვიცი ვინც ვარ და ჩემი ქვეყნისთვის სიკეთე მინდა.
5 წლის უკან
sss შეცდომის გასწორება
ლორე კი არა სომხები ითხოვდნენ თბილისი დაცლასაც გორამდე ჩვენიაო
5 წლის უკან
sss გასწორება; მითხარით სულგაუყიდველი ვინ არ არის და აწი მათ წიგნებს წავიკითხავ
5 წლის უკან
sss ვიდრე საქართველოსი შემოვარდებოდნენ, რუსებმა მანამდე დადეს ათათურქთან ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ის საზრვარი რაც არსებობდა საბჭოთა კავშირ თურქეთს შორის. ეს მოხდა საქართველოს გასაბჭოებამდე. ყარსის ხელსეკრულებით ეს აღიარდა (წინააღმდეგი წავიდოდა ვინმე). ანუ ყველაფერი რუსებმა ჩვენს გარეშე გადაწყვიტეს თურქეთთან და ამის სემდეგ იმის თქმა, რომ რუსები რა შუაში არიანო არ ვიცი რას ნიშნავს. ღუსები შუაში კი არა ყველა უბედურების თავში არიან
5 წლის უკან
სოციალისტი : „1933 წლის მარტის დასაწყისში, ლავრენტი ბერიამ „მმაჩის" (დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის სამსახური) უფროსი პავლე გედევანიშვილი თავის კაბინეტში დაიბარა და ჩემი თანდასწრებით ასეთი რამ უთხრა:

- პავლე ივანოვიჩ, რასაც ახლა დაგავალებ, ჩვენ შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ამ კედლებს არ გასცდეს. თანაც, ყველაფერი ზუსტად და პირნათლად უნდა შეასრულო.

- გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ბრძანეთ, - მიუგო ახოვანმა გედევანიშვილმა, რომელსაც გრძელი, აპრეხილი ულვაშები ჰქონდა და ძალიანაც უხდებოდა.

- ხვალიდან არაქართველების გაქართველების პროცესი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, თორემ კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ, მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს ამაზე, - უთხრა ბერიამ გედევანიშვილს, რომელმაც თავი დაუქნია და მიუგო:

- დიახ. მასეა. ბოლო ერთ თვეში ექვსი ათასი განცხადებაა შემოსული და თავის რიგს ელოდებიან. ყველას ქართველობა უნდა. სინამდვილეში კი, ასეთ ხალხს ქართველობა იმისთვის უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს.

- ვიცი და ყველა ეროვნებაშეცვლილი ადამიანი პოტენციური მოღალატე, შემოპარული სუბიექტია და მათ სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ.

საბოლოოდ, ბერიამ და გედევანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ მმაჩის ბიუროში გვარის გამოცვლის პროცესს ფორმიანი ჩეკისტი დაესწრებოდა, რომელიც გვარის გამოცვლის მსურველს სხვადასხვა კითხვას დაუსვამდა და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდა. ასეთმა მეთოდმა გაჭრა და 1933-1938 წლებში საქართველოში ეროვნების შეცვლის მსურველთა რიცხვი თითქმის ნულს გაუტოლდა..."

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 1933 წლის მიწურულს, ლავრენტი ბერიამ საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩაატარა - 5 მილიონ 220 ათასიან ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ქართველი ცხოვრობდა.

ამის მერე, ბერიამ სხვა ერების (გარდა რუსებისა) ფარული შეზღუდვა დაიწყო. სამაგიეროდ, ქართველებს ეძლეოდათ პრივილეგიები (ასევე ფარულად). ამის შედეგად 1938 წლისთვის საქართველოში ქართველთა რიცხვმა 3 მილიონიდან 4 მილიონ 200 ათასამდე მოიმატა და მრავალი დაუსახლებელი ტერიტორიაც აითვისეს. ყველაფერი ეს ფარულად, ბერიას სიტყვითა და ოფიციალური კანონის გვერდის ავლით ხორციელდებოდა და რაც მთავარია, პირდაპირი, სისხლისმღვრელი რეპრესიების გარეშე."
ასეა SS -ელო სინამდვილეში ეს ამბები. ეს ერთი პატარა ფრაგმენტია სხვა კიდევ მიიკითხ მოიკითხე
5 წლის უკან
თბილისელი სოციალისტს.
მეც მაქვს წაკიტხული ეს ისტორია და არ ვეთანხმები რო ბერიამ უკიდურესად შეზღუდა გვარების გადაკეთების მსურველები. ჭკვიანი კი იყო ბერია,მაგრამ ამ საქმეში ვერ აღმოჩნდა მთლად ჭკვიანი. მიეცა ვისაც უნდოდა ქართული გვარები და შემდეგ გაეკონტროლებინა ვინ რას იზამდა, ისედაც ხო "დედამიწის გულში ხედავდა წინასწარ რა ხდებოდა" ------
ვისაც უნდოდა ქართული გვარი მიეღო მისი შთამომავლობა ხო დღეს ქართველები იქნებოდნენ და უფრო მეტნი არ ვიქნებოდით ახლა რო გაქრობის პირას მივედით და მომაკვდავი ერების რიცხვში შევდივართ?
საქართველოში სულ მუდამ ხდებოდა სხვადასხვა ხალხების ჩამოსახლება მეფეების მიერ უკაცრიელი ადგილები რო დაესახლებინათ, ხალხი გამრავლებულიყო და დროთა განმავლობაში ქართველდებოდნენ, ( რამდენი გვარი ამბობს მის წარმომავლობას:
აბაშიშვილი,
სპარსიაშვილი,
არაბიძე.
ლეკიაშვილი.
ყაჯრიშვილი.
სოლოღაშვილი და ვინ მოთვლის კიდევ და რო შეზღუდეს, ახლა რა მივიღეთ,იმისი არ იყოს, რო აყარეს სტალინის ბრძანებით მთელი ხევსურეთი და მთიულეთი საერთოდ და ბარში ჩამოასახლეს, წინ არ გაიხედა არც სტალინმა და არც ბერიამ,თუნდაც სამოცდაათი წლის მერე რა მდგომარეობა იქნებოდა. მთა ნამატს როცა ვეღარ იტევდა, ბარში ისედაც ჩამოდიოდა ხალხი და მთაშიც მრავლდებოდა მოსახლეობა.
მოკლედ. დიდ სისულელედ მიმაჩნია რაც გააკეთა ბერიამ გვარების არ მიცემის შემთხვევაში.


და რამდენი კიდევ.
5 წლის უკან