„როდესაც პოლიციელს არ ყოფნის აღჭურვილობა, აღკვეთოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, რა ალტერნატივის წინაშე ვდგებით - ტაბელური იარაღი გამოიყენოს?!“

„როდესაც პოლიციელს არ ყოფნის აღჭურვილობა, აღკვეთოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, რა ალტერნატივის წინაშე ვდგებით - ტაბელური იარაღი გამოიყენოს?!“

საზოგადოების ნაწილს აშფოთებს, რომ ჩვენმა სამართლდამცავებმა დათვის მოსაგერიელებლად გამიზნული ტყვიები გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ. შს მინისტრი აცხადებს, რომ რეზინის ტყვიები 2012 წლის აგვისტოშია შეძენილი, ანუ სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ ანალიტიკოსები მინისტრს პასუხობენ, რომ შეძენით ბევრი რამის შეძენა შეიძლება, უბრალოდ, პრობლემა შეძენაში კი არა, გამოყენებაშია.

როგორც ამბობენ, შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამოსცა ბრძანება ლეტალური შედეგის მქონე ტყვიების გამოყენების აკრძალვის თაობაზე, მაგრამ გახარიამ გააუქმა ყოფილი მინისტრის აკრძალვა და სახიფათო ტყვიები 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ აღმოჩნდა რუსთველის გამზირზე.

უნდა ჩაბარდეს თუ არა წარსულს რეზინის ტყვიების გამოყენება, რომელმაც არაერთ ჩვენს მოქალაქეს სხვადასხვა აქციებიდან მოყოლებული, თვალისჩინი დააკარგვინა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დაზიანებებზე?!

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მთელი ცხოვრება ძალოვან სტრუქტურებში მოღვაწეობს, იგი რეზინის ტყვიების სპეციალისტი არ არის. უბრალოდ, უამრავი მასალა წაუკითხავს ამ თემაზე და იცის, რომ დიდი მოცულობის, ანუ დიდი დიამეტრის მქონე რეზინის ტყვია უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე მცირე მოცულობის. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნარინჯისფერი ტყვია უფრო ძლიერმოქმედია, რადგან რაკეტას ჰგავს, ვიდრე რეზინის ტყვიის შავი ბურთულა, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს.

სპეციალისტის განმარტებით, მთავარია რეზინის ტყვიების სწორად გამოყენება, რადგან ნებისმიერ ტყვიას აქვს თავისი პროცედურა, თუ როგორ უნდა გამოიყენო, სად უნდა დაუმიზნო. რა თქმა უნდა, რეზინის ტყვიის თავში დამიზნება კატეგორიულად არ შეიძლება და 20 ივნისის ღამეს მომხდარი ასეთი ფაქტები გამოსავლენია. არის ისეთი რეზინის ტყვიებიც, რომლებზეც მიწერილია, რომ მხოლოდ ფეხების მიმართულებით შეიძლება მისი დამიზნება, ოღონდ მიწაზე უნდა ისროლო, ასფალტზე ასხლეტილი ტყვია უნდა მოხვდეს ადამიანს ფეხებში.

„კი ბატონო, ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება რეზინის ტყვიები გავაუქმოთ, მაგრამ მსგავსი შეტაკებების დროს, როდესაც არჩევანის წინაშე ვართ და პოლიციელს არ ყოფნის სათანადო აღჭურვილობა, აღკვეთოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ან ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმა, რა ალტერნატივის წინაშე ვდგებით? მაშინ ტაბელური იარაღი გამოიყენოს პოლიციელმა, რომ მასზე თავდასხმა აღკვეთოს?! ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ხომ შეიძლება, ადამიანს გული აწუხებდეს, ან შეშინდეს და ცრემლსადენი გაზით, ან სხვა შედარებით უფრო უვნებელი რამით გარდაიცვალოს?! რეზინის ტყვიები უნდა ავკრძალოთ თუ არა, ამ ყველაფერს უნდა ვითვალისწინებდეთ თავიდანვე და არა მაშინ, როცა მძიმე შედეგის წინაშე აღმოვჩნდებით.

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია რეზინის ტყვიები, ზოგან კი მიღებულია, ეს გამოცდილებაც შესასწავლია. საფრანგეთის ბოლო ცხელი მაგალითი ავიღოთ, საფრანგეთის პარლამენტმა ნებართვა მისცა პოლიციელებს, გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები. შედეგად, რეზინის ტყვიების გამოყენების 9 ათასი შემთხვევაა და 40-მდე ადამიანია დაშავებული. ჩვენთან შედარებით 40 ადამიანის დაშავება შეიძლება ბევრი არ ჩანდეს, რადგან 20 ივნისს 150 კაცი დაშავდა ერთ ღამეში, ამას ემატება დაზიანებული 80 პოლიციელი. მე არავის ვაფარებ ხელს, პირიქით, პოლიციელს თმენის ვალდებულება აქვს, ამისთვის მათ სათანადოდ ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიციელებს ორი საათი მოუწიათ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, ორთაბრძოლაში შესვლა, ცემა-ტყეპის ატანა, შეურაცხყოფა, გინება, მათ არ უნდა დაევიწყათ, რომ მოქალაქეებთან ჰქონდათ საქმე და ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი აღჭურვილობა. სამწუხაროდ, მოხდა გადაცდომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩამოვშალოთ ძალოვანი სტრუქტურები, სახელმწიფო ინსტიტუტები“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განმარტებით, თუ საჭიროა, უნდა მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები ნდობის ხარისხის ასამაღლებლად და მათ შევეკითხოთ, შეიძლებოდა თუ არა ამ სახეობის ტყვიების გამოყენება. ყველა სიტუაციაში ცალ-ცალკე გასარკვევია, რატომ გამოიყენა პოლიციამ რეზინის ტყვია, ამის შესახებ უამრავი ვიდეომასალაა, 10-12 საათის განმავლობაში ტელევიზიების მიერ გადაღებული. პლუს მობილურით გადაღებული, ეს მასალა ერთ ბაზაშია თავმოსაყრელი და სხვადასხვა რაკურსიდან შესასწავლი. ამის შემდეგ გამოსაკითხია მოწმეები, ვინ რა დაინახა კონკრეტულ სიტუაციაში და მხოლოდ ფაქტების გაანალიზების შემდეგ შეიძლება ცალკეულ შემთხვევებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით ბევრი აზრი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, არალეტალური იარაღი იმიტომ ჰქვია, რომ მან არც სიკვდილი უნდა გამოიწვიოს, არც დასახიჩრება. ამიტომ უნდა გაირკვეს, რა სიტუაციაში შეიძლება რეზინის ტყვიების გამოყენება.

„დღეს საუბრობენ ე.წ. პროტოკოლებზე. პროტოკოლები არის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებს. შესაბამისად, უნდა გამოიძიონ, 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება რამდენად შეესაბამებოდა პროტოკოლს, მოთხოვნებს. ეს ყველაფერი გამოძიების დასადგენია“.

 

უ ც ხ ო :
საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე:

"საფრანგეთის პარლამენტმა ნებართვა მისცა პოლიციელებს, გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები. შედეგად, რეზინის ტყვიების გამოყენების 9 ათასი შემთხვევაა..."

ეგ არ უთხრათ თამარ ბაღაშვილს, რომლის თანამემამულეობითა და თანამედროვეობითაც სააკაშვილი ამაყობს!.. ( თავისით რომ არ წაიკითხავს, გარანტიას გაძლევთ - არ ეტყობა, რომ საკუთარი ნაწერის გარდა, რაიმეს კითხულობდეს!), თორემ გახარიას ფრანგ კოლეგასაც არ დაადგება კაი დღე! :)))

ერთადერთი, რაც იყო მიუღებელი და ეჭვი მაქვს, რომ ეს მავანის მიერ სპეციალურად კეთდებოდა, იყო სახეში სროლა!.. თორემ ბ-ნ ამირანის არ იყოს, აბა, რა უნდა ქნას სპეცნაზმა, როდემდე აცემინოს თავი გავეშებულ ბრბოს, რომელიც პარლამენტში შეჭრას ლამობს და, იქ ჩაის დასალევად რომ არ ცდილობენ შევარდნას, ეს ხომ გამოცდილი გვაქვს!...

ჩემს ახლობელ ჟურნალისტსაც მოხვედრია ორი ტყვია, შემთხვევით, როცა იქ თავის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ამბობს - უნდა ესროლათ, აბა, რა უნდა ექნათ, უნდა შეეშვათ პარლამენტშიო?!.

ე.წ. ექსპერტები რაღაც ძალიან საეჭვოდ "აპუსტიაკებენ" სიტუაციას და ისე წარმოადგენენ, თითქოს პარლამენტის დაცვის უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში კი არ გამოიყენეს ეს ტყვიები, არამედ ქუჩაში მშვიდობიანად მდგარ დემონსტრანტებს გამოუცვივდნენ სპეცრაზმელები და დაესხნენ თავს! - რა საჩქარო იყოო, დილისკენ, როცა ხალხი დაცოტავდებდა, მაშინ გაერეკათო!..
ევფემიზმს თუ ვიხმართ, გამოქლიავება ჰქვია მაგას!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა ემა ტუხიაშვილი ელაპარაკებოდა ნინო ბურჯანაძეს, იცი რას ეუბნებოდა?! ხელებაწეული მშვიდობიანი მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის ეზოსი (?) შესვლას და რა იქნებოდარომ შესულიყვნენო?! იმისთანა ამაზრზენი დიალოგი მიმდინარეობდა ვეღარ გავუძელი და ... მოკლედ ესენი გამაგიჟებენ, ცოტა მაკლია!
5 წლის უკან
trampi ჩემი მტრის მტერი ჩემი მოკეთეაო ..... აქ ის პრინციპი მოქმედებს მხოლოდ
ბოღმის გამო როგორ შეიძლება ადამიანმა ასე დღეგამოშვებით იცვალოს მტერ--მოყვარე
ყველაზე ვამბობ ვინც ოცნებაზე დაბოღმილი იქ მივიდა ან კიდევ ნაცებს ამართლებს
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
სოციალისტი, არ აინტერესებთ!
მაქვს მუდმივი შეგრძნება, რომ ჩვენი ჟურნალისტები საკუთარი გადაცემებისა და სტატიების გარდა არ კითხულობენ არაფერს!..
ეს ემა ტუხაშვილი მაინც მეგონა ნორმალური ჟურნალისტი, სანამ გახარიას არ ჰკითხა იმ შეხვედრაზე: მაინც, რა საფრთხე ააცილეთ იმ ღამეს ქვეყანასო?!..
წარმოიდგინეთ, იმის შემდეგაც კი არ დაინტერესებულა იმ ვიდეოებით, რომელიც ამდენი ხანია დევს სხვადასხვა საიტებზე, მათ შორის, აქაც და დღემდე ჰგონია, რომ პატრიოტ, ხელებაწეულ, მშვიდობიან მომიტინგეებს გამოუცვივდნენ ქუჩაში ეს სისხლისმსმელი პოლიციელები და არ ესმის, როგორ არ უნდა გადადგეს გახარია!
5 წლის უკან
უ ც ხ ო :არ შემიძლია, აქვე არ შევეხო "რადიო თავისუფლების" მორიგ აბდაუბდას იმ ღამეს გამოყენებული, ნარინჯისფერი რეზინის ტყვიების შესახებ.

“რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიების... სროლისას დენთის მარაგი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ტყვიის სისწრაფე ლულიდან გამოსვლის მომენტში არ აღემატებოდეს 130 მეტრს წამში."

გაიგეთ?
ს რ ო ლ ი ს ა ს (!) მე უნდა შევარჩიო, თურმე, "დენთის მარაგი", მერე ზუსტად უნდა გავზომო ტყვიის სისწრაფე, რომ ის 130 მეტრს არ აღემატებოდეს წამში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვესროლო თავდამსხმელს!

იმედია, თავდამსხმელი გაგებით მოეკიდება ჩემს მდგომარეობას და დამაცდის, სანამ მთელ ამ სამუშაოებს ჩავატარებ... ქუჩაში!
5 წლის უკან