„გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა“

„გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა“

შეიძლებოდა თუ არა 20 ივნისის დაძაბული ღამის აცილება? ხელეწიფებოდა თუ არა მმართველ გუნდს მხოლოდ საპოლიციო ძალებით სიტუაციის მოგვარება, თუ მაინცდამაინც სპეცრაზმის ჩართვა და ადამიანებისთვის სახიფათო რეზინის ტყვიების გამოყენება იყო საჭირო? ამის შესახებ For.ge-ს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ესაუბრა.

20 ივნისის ღამეს გავრილოვის ქმედებით შეურაცხყოფილი ახალგაზრდების პროტესტი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენეს, მაგრამ ყველაფერი შედეგით ფასდება და შედეგი უმძიმესია - დასახიჩრებული ადამიანები და საპროტესტო მუხტის გაძლიერება ხალხში. საინტერესოა, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე სიტუაციებში სპეცრაზმის ჩართვა, რომლის ჩარევაც, თუკი საქართველოს უახლოეს ისტორიას გავიხსენებთ, ყოველთვის ძალისმიერად მთავრდება?

- სანამ გავრილოვის თემა აქტუალური გახდებოდა, მანამ ერთი-ორი კვირით ადრე უკვე შეინიშნებოდა დაძაბულობა, თუნდაც პრაიდთან დაკავშირებით. ცხადია, განსაკუთრებული სიმწვავე პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა და გავრილოვის ქმედებამ შეიძინა. აქ უკვე იკითხება, რომ გავრილოვის საქართველოში შემოყვანა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა აყვანილი იყო სახელმწიფო ღალატის ტოლფასად. ამას ადასტურებს ამ ფაქტის შემდგომი ისტერიული გაშუქება. ჩემი აზრით, გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ საქართველოში შიდა სიტუაცია დაძაბულიყო, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე. რაც შეეხება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, თვითონ პოლიციას ჰყავს ე.წ. სპეცრაზმი, სპეცნაზს რომ ეძახიან, ანუ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის ფუნქციც ზუსტად ისაა, განსაკუთრებულ სიტუაციაში შეძლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თვითონ სპეცსამსახურების ფუნქციები უნდა განვასხვავოთ პოლიციისა და სპეცრაზმის ფუნქციებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენს სპეცსამსახურებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, პირველ რიგში, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომ ეს ვიზიტი ასეთ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. სხვადასხვანაირი სიტუაციის მოდელირება შეიძლებოდა. თუკი გავრილოვი მოვიწვიეთ, შეიძლებოდა ასეთი პომპეზური სახე არ მიგვეცა ამ კაცის ყოფნისთვის საქართველოში, შეიძლებოდა პარლამენტის სხვა რომელიმე სხდომათა დარბაზში ამ შეხვედრის გამართვა. აქაც მოიკოჭლებენ ჩვენი სპეცსამსახურები. პარლამენტთან გამართული მიტინგი რომ უკვე აგრესიული გახდებოდა, წინმსწრები ინფორმაცია სპეცსამსახურს ამაზეც უნდა ჰქონოდა. ზოგადად, სპეცსამსახურის დანიშნულებაა ასეთი მოვლენების თავიდან აცილება, პრევენცია, როცა ასეთი მოვლენები ხდება, ეს ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა კარგად ვერ იმუშავეს. როდესაც ასეთი მძიმე შედეგია-მომიტინგეთა დასახიჩრება-დაინვალიდება, ეს უკვე ნიშნავს ძალის გადამეტებას. აქაც შეიძლება ძალიან ბევრი მოდელის შედგენა, რა მეთოდით, რომელ საათზე და რა ძალებით შეიძლებოდა იქ დარჩენილი მომიტინგეების დაშლა, თუკი ამის აუცილებლობა იყო და რამდენად იყო გამართლებული რეზინის ტყვიების გამოყენება.

ნუთუ არ შეიძლებოდა სიტუაციის განმუხტვა წყლის ჭავლით, ცრემლსადენი აირის გაშვებით? თუკი ამბობენ, რომ გადატრიალების მოსურნენი იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ნუთუ სპეცნაზს არ შეეძლო სპეცოპერაციის ჩატარება, არეულობის მომხრეების განეიტრალება? ამით ხომ უბრალო ადამიანები დასახიჩრებას გადაურჩებოდნენ?

- რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა, მაგრამ ხანდახან ღიმილის მომგვრელია, როდესაც მომხდარის შემდეგ ეძებენ ხოლმე მტკიცებულებებს. მაგალითად ავიღოთ ის ფაქტი, რაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებთან დაკავშირებით მოხდა. ეს პიროვნება თუკი შემჩნეული იყო საეჭვო რამეში, მაშინ რაღა ზუსტად იმ დროს აღმოაჩინეს ეს ფაქტი, როცა 20 ივნისის ამბავი მოხდა?! თუკი ინფორმაცია არსებობდა ამ პიროვნების შესახებ და ეს იყო აგენტურული, თუ ოპერატიულ-ტექნიკური ინფორმაცია, რაღა მაინცდამაინც იმ ღამეს ელოდებოდნენ? ხომ შეეძლოთ, იმ ადამიანისთვის მიეცათ საშუალება, მანქანამდე მაინც მიეტანა მოლოტოვის კოქტეილები, დანაშაულის ჩადენის რეალური მცდელობა ყოფილიყო და გზაში დაეპატიმრებინათ? მაშინ ამდენი კითხვა აღარ გაჩნდებოდა, რადგან მოსახლეობისთვის ხანდახან არ არის ხოლმე დამაჯერებელი მტკიცებულებები და მერე პროკურატურას უხდება ხოლმე სასამართლოზე ყოველნაირად დაამტკიცოს პირველი ვერსია. ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რამდენად მიიღებს ამ კაცის სატელეფონო საუბარს არგუმენტად სასამართლო. ყოველთვის შეიძლება უფრო მაღალი დონის მტკიცებულებების მოპოვება, რაც რატომღაც არ ხდება ხოლმე.

ზოგადად, ცნობილი ფაქტია, როცა ასეთი მღელვარებაა, ხალხის დიდი მასებია, ხალხის განეიტრალება მშვიდობიანი მეთოდებით ხდება ხოლმე დილის 3-4 საათზე, როცა იქ ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი. ასე რომ მომხდარიყო, შეიძლება შემთხვევით გამვლელი ადამიანები არ დასახიჩრებულიყვნენ. საკმაოდ ბევრი გადაცდომაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამსახურეობრივი დაუდევრობა, გულგრილობა, შეიძლება პირდაპირ გამოიკვეთოს სამსახურეობრივი დანაშაულიც კი. რომელი ჩინოვნიკებიც არ უნდა გამოიკვეთონ, არ უნდა მოხდეს ამის გადაფარვა, რათა ეს კიდევ ახალი მღელვარების მიზეზი არ გახდეს.

თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ პროვოკაცია ქვეყნის გარეთ იყო დაგეგმილი. აქ რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები იგულისხმება და რა წილი აქვს ამ საქმეშინაცებისინტერესებს?

- აქ რუსეთის სპეცსამსახურებზეა საუბარი. სპეცსამსახური ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის ხანდახან პირველ სვლას აკეთებს და შემდეგ უკვე აღარ ჩანს სპეცსამსახურის ქმედება. მოვლენის პროვოცირება რომ მოხდება, იმის შემდეგ მოვლენები ხანდახან თავისი დინებით მიდის. წარმოიდგინეთ, ზვავისებური რეაქცია, ზვავს რომ მივცეთ დასაწყისის საშუალება, მერე უკვე აღარ არის საჭირო ჩვენი ჩარევა, ის თავისით გააგრძელებს მოქმედებას. სამწუხაროდ, რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ჩვენი ხალხის ხასიათი, მენტალიტეტი კარგად იციან, კარგად იციან ისიც, სად შეიძლება „აგვაგდონ“ ჩვენი დაუფიქრებელი ტემპერამენტისა და ემოციების გამო. ბუნებრივია, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ყველაფერი გამოიყენოს, ხანდახან ოპოზიცია არც კი უყურებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს რამდენად შეეფერება მისი მოქმედება, თუ განცხადება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, ანუ აქ დაემთხვა ოპოზიციის სურვილები, ხელისუფლების შეგნებული დოყლაპიობა, თუ უუნარობა და სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ქვეყანა დადგა დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენს ეკონომიკაზეც ამას მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს. ასევე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ შეილახა.

რაც შეეხება დათვისთვის განკუთვნილ ტყვიებს, ამ დღეებში მომხდარის გამო ყველა იღებს სიტყვიერ პასუხისმგებლობას, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ პასუხისმგებლობის აღება, ეს არ ჩანს.

- რეზინის ტყვიების გამოყენება ყოველთვის სახიფათოა. 7 ნოემბრის დროსაც ასე მოხდა, თითქმის იგივე სიტუაცია იყო, რამდენად გადაუდებელი აუცილებლობა იყო ეს, ზუსტად ეს უნდა გაირკვეს.

გაისმა ანზორ ჩუბინიძის სახელი, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მითითებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა დარბევის ბრძანება და რეალურად გახარიას არც გაუცია ბრძანება. ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს 20 ივნისის სპეცოპერაციაში რა როლი ჰქონდა?

- შიდა სამზარეულოში რა ხდება, მინისტრებსა და სამსახურის უფროსებზე ვის მეტი ავტორიტეტი და გავლენა აქვს, მე არ ვიცი, ეს სხვა თემაა. მე უბრალოდ გეტყვით, კონსტიტუციითა და პროტოკოლით როგორ არის. პარლამენტი, ბუნებრივია, სამთავრობო ორგანიზაციაა და პარლამენტს იცავს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური, ანუ ანზორ ჩუბინიძე. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, იქ უკვე ეს ფუნქცია პოლიციის, პატრულის და სპეცრაზმისაა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სპეცრაზმი ჰყავს, ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურსაც. ახლა აქ რომელი სპეცრაზმი იყო გამოყენებული, ან რა ეტაპზე, ვისი ბრძანებით, ეს გამოძიებამ უნდა აჩვენოს. აქ ვერანაირ კანონის დარღვევას ვერ ვხედავ, რადგან პარლამენტის შენობის დაცვაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ოღონდ მის შიდა პერიმეტრზე.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს პარლამენტის შიგნით კი არა, გარეთ ესროდნენ მოსახლეობას.

- ეს გასაგებია, მაგრამ, როცა პარლამენტის და კანცელარიის შენობის დაცვაზეა საუბარი, შიგნით დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

რამდენად მართალია, სპეცნაზი როცა ჩაერთვება საქმეში, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია და ყველაფრის უფლება აქვს სპეცნაზს?

- ეს აბსურდია, რომ სპეცრაზმი რახან ჩაერთვება, მას ყველაფრის უფლება აქვს. სპეცრაზმი ერთვება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეთა მოგერიებას შსს ვერ ახერხებს. მაგალითად, ბანკზე მოხდა თავდასხმა, პოლიცია ბანკის თავდამსხმელთა მოგერიებას ვერ ახერხებს და ამიტომაც ხდება შსს-ს სპეცრაზმის ჩართვა. სპეცრაზმის ფუნქცია ზუსტად ის არის, მათ ჰქონდეთ უნარ-ჩვევები, ისინი ფსიქოლოგიურად მომზადებულნი იყვნენ, ასევე, იყვნენ ნავარჯიშები, ჰქონდეთ ზუსტად ამ არალეტალური იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევები და უფლება, ჩვეულებრივი პოლიციელი ამისთვის არ არის მზად. სპეცრაზმის დანიშნულება ყოველთვის მკაფიოდაა განსაზღვრული, სპეცრაზმი ჰყავს იმავე სუსსაც, ჰყავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათი ფუნქციები მკაფიოდ განსაზღვრულია.

 

სოციალისტი ..."ზოგადად, ცნობილი ფაქტია, როცა ასეთი მღელვარებაა, ხალხის დიდი მასებია, ხალხის განეიტრალება მშვიდობიანი მეთოდებით ხდება ხოლმე დილის 3-4 საათზე, როცა იქ ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი. ასე რომ მომხდარიყო, შეიძლება შემთხვევით გამვლელი ადამიანები არ დასახიჩრებულიყვნენ. საკმაოდ ბევრი გადაცდომაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამსახურეობრივი დაუდევრობა, გულგრილობა, შეიძლება პირდაპირ გამოიკვეთოს სამსახურეობრივი დანაშაულიც კი. რომელი ჩინოვნიკებიც არ უნდა გამოიკვეთონ, არ უნდა მოხდეს ამის გადაფარვა, რათა ეს კიდევ ახალი მღელვარების მიზეზი არ გახდეს." როცა ამას კაცი დაწერს იმაზე რაც იქ მოხდა, იმას რაღა უნდა ელაპარაკო, ან რაღა უნდა წაიკითხო მისი "ნაწარმოებიდან"? რა დილის 3-4 საათზე ლაპარაკობთ პატივცემულო?! იქ პოლიციაზე შტურმი რომელ საათზე დაიწყო აჟიტირებულმა, გამხეცებულმა ბიომასამ?! პოლიციამ გაუძლო იმდენი რამდენიც გაძლო 2 დან 3 საათამდე. ამის შემდეგ იერიშის ინტენსივობიდან და შედეგებიდან გამომდინარე იძულებულნი გახდნენ მიემართათ მათ არსენალში არსბული სპეცსაშუალებებისათვის! ეს ხომ თქვენც კარგად იცით?! ჰოდა მაშინ რას მიეთ-მოეთობთ?! ასევე, იქ სამიტინგოდ არავითარ პატრიოტულად გულანთებულ ახალგაზრდებს არ მიურბენიათ. თავიდან მიირბინეს ევრონაცების მიერ წინასწარ მომზადებულმა ჯგუფებმა, რომელთა ბირთვს შეადგენდნენ ლგბტ და მისი თანამგრძნობი პირები. ამას ზედ დაერთო ევრონაცების ტვ პირგველის, ცრუსთავი 2 -ის, პალიტრა ტვ-ს გამუდმებული ისტერია, რომელმაც საზოგადოება აღაგზნო და ბევრს ჭკუა დააკარგინა. განსაკუთრებით ყველაფერი უბედურებისათვის ჩასაფრებული ნაცების გულშემატკივრებს. შეჩერდნენ ცნობისმოყვარე გამვლელებიც. მხოლოდ ამის შემდეგ თანდათან დაიწყეს შეგროვება გულწრფელი პატრიოტიზმით აღელვებულმა ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა! იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ მიტინგის მასობრიობისათვის საკმარის კრიტიკულ რიცხვს გადააჭარბა და მიტინგმა იწყო ზრდა. მერე გამოჩდნენ დირიჟორები, ჩადგნენ ხალხში და მიტინგს აგრესიული სული შთაბერეს. ამის შემდეგ წინასწარ დარიგებულმა ჯგუფებმა დაიწყეს პოლიციასთან კონფლიკტური კერების შექმნა, მათ კი აჰყვა გულუბრყვილო ფიცხი ახალგაზრდობა. შემდეგ კი ისევ ნაცმოძრაობის ბელადების დირიჟორობით მიტინგის აგრესულმა ნაწილმა დაიწყო პოლიციის კორდონზე განუწყვეტელი შტურმი, პოლიციის ცემა და დაჩმორება. ამას ვუყურე მე ტელევიზიით. თქვენ და ეს ქართველი ტელეჟურნალისტებად წოდებული ისტერიჩკები სხვაგან, სხვა მიტინგზე იყავით არ ვიცი?!
5 წლის უკან
Serapina ქართველი, გნებავთ გულანთებული მიშარასტ- ნაციონალი იყოს და გნებავთ, ბიძინისტი-ქოცი , სამშობლო ავიწყდებათ და აქ მთაავრდება ყველაფერი.
მოკლედ, მოსკოვიდან წერენ და წერენ გერმანულ ახალ ამბებში, რომ საქართველოში არეულობა....
(ვითომ ან რუსეთს შესტკიოდეს გული, ჩვენ არეოლობაზე და ან გერმანიას).

თავიდანვე რომ ყურში ცუდად არ მოგხვდათ: "კოაბიტაცია", "შუა უნდა გაიკრიფოს"... "ნაციონალების გადარჩენა ჩვენი მოვალეობაა" და ა.შ...
თავიდანვე, ვინც მოიწონეთ და შეაქეთ... ასე სოფელი არ ასენდებათქო ხომ გეუბნებოდით?
(ნუ, უმეტესობა რომ საერთოდ აღარ წერს აქ,ესეც რაღაც ნიშნავს ცხადია).
რა აშენდა ხედავთ?
ახლა, ქართული, სამფერა ეროვნული დროშის ნაცვლად, ცისარტყელების და ნაციონალების დროშები დაგრჩათ საფრიალოდ...
ასეა როცა, მინისტრი ვითომ ხელფასს არ იღებს....
კადრებს რომ ვითომ სანთლებით ეძებენ...
... და პარტიას, რომელიც უნდა გასამართლებულიყო და აკრძალულიყო, ენამოჩლექით დაუწყო საუბარი,ამ უცხოეთში დიპლომაღებულმა დედიკოს და მამიკოს გოგო-ბიჭებმა.... რომლებსაც, საქართველოს რეალური მდგომარეობის ხომ არაფერი ესმის....
...სადაც წავავიდნენ (მამებმა რომ საფრანგეთში წაიღეს), ვერც იმ ქვეყნების გაიგეს რამე… ან როგორ გაიგებნდენ, როცა იმდენი სტიპენდია ჰქონდათ, რამდენსაც მასპინძელი ქვეყნის საშუალო განათლების მქონე მოქალაქე თვეში (კვირაში 40 საათიან მუშაობაში) იღებს!
პ.ს. სტიპენდიატების რაოდენება, ღარიბაშვილის პრემიერობიდანდან დღემდე, გაორმაგდა!
5 წლის უკან
სოციალისტი სამფერაში მენშევიკების დროშას გულისხმობ?!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com შრმ ხშიტგ ანძრევ?
5 წლის უკან