„როსნეფტი“ და „გაზრპრომი“ არის პირდაპირი ინსტრუმენტი პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის, მათ შორის, ქართულ ბაზარზეც“

„როსნეფტი“ და „გაზრპრომი“ არის პირდაპირი ინსტრუმენტი პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის, მათ შორის, ქართულ ბაზარზეც“

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ბრძანების მიზანი „რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა“. გარდა ამისა, ტუროპერატორებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებით ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან.

და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მთავარი მიზანია ქართულ ეკონომიკაში დამკვიდრება. მიუხედავად ანალიტიკოსების გაფრთხილებისა, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საქართველოში რუსული ბიზნესი ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. სწორედ ასე ხსნიდა მმართველი გუნდი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიის, „პეტროკასის“ საქართველოში შემოსვლას და „ვისოლთან“ გაერთიანებას.

რა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ენერგობაზარზე რუსეთის შემოსვლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

როსნეფტისშვილობილი კომპანიაპეტროკასი“, რომელიცგალფისმფლობელია, გავრცელებული ინფორმაციით, აპირებსვისოლისან ყიდვას, ანგალფთან“ვისოლის“ გაერთიანებას. ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოყვეს ენერგობაზარზე ასეთ გარიგებას?

გია ხუხაშვილი: რუსეთისთვის ენერგეტიკა არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ენერგეტიკული განვითარების კონცეფციაში უწერია კიდევაც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტია გავლენის მოპოვების და პრინციპში, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რა წილს ფლობს რუსული ბიზნესი გაზის სფეროში იქნება, ნავთობში, თუ ნავთობპროდუქტებში.

ასე რომ, ეს გარკვეული რისკების შემცველია, თუმცა რაც შეეხება ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის ძალიან სახიფათო, თუმცა ბაზარზე გამსხვილება და მით უმეტეს რუსული კონტროლის ქვეშ მოქცევა, რა თქმა უნდა, ყურადღების მისაქცევია. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კატასტროფა და დრამატულ სურათს არ დავხატავ, მაგრამ ბუნებრივია, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

რა შეიძლება ასეთ გარიგებას მოჰყვეს ენერგობაზარზე?

– არა მგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებული ძვრები იყოს იმიტომ, რომ თვითონ ნავთობპროდუქტების ბაზარი საკამოდ ლიბერალიზებულია. აქედან გამომდინარე, რუსეთი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ხდება მონოპოლისტი ამ სფეროში. ასე ვთქვათ, საცალო ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა და დივერსიფიცირებულია მოწოდებები. ასე რომ, პოლიტიკური რისკი აქ ძალიან მაღალი არ არის, თუმცა გარკვეული სოციალური რისკების შემცველია, რაც გასათვალისწინებელია.

ბევრად უფრო სახიფათოა გაზის სფეროში მათი შემოსვლა. გაზის მოწოდება ეს უკვე არის ბუნერივი მონოპოლია და ბუნებრივი მონოპოლია არის კონკრეტული ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური პროცესების ინიცირებისათვის.

მონოპოლისტი გახდება და ფასს გააძვირებს, თუ სხვა კომპანიებს გაუჭირდებათ კონკურენნცია?

– არა მგონია, რომ მათ ეს შეძლონ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არის „სოკარი“ და „სოკარს“ აქვს თავისი უფრო იაფი პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ამ კონგლომერატის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია მონოპოლიზაციის თავალსაზრისით. ამიტომ „სოკარს“ უნდა გავუფრთხილდეთ, აქციები კი არ უნდა ვუწყოთ და ის კი არ უნდა ვიძახოთ, რომ არ ჩავასხათ, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ და ეს დივერსიფიცირებული ბაზარი უნდა შევინარჩუნოთ.

საკმაოდ დახურული სისტემაა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ლიბერალიზებულია ბაზარი, სულ რამდენიმე მოთამაშეა ბაზარზე. როდესაც „რომპეტროლზე“ ვსაუბრობთ, იქ პირდაპირი რუსული ინტერესი არ არის, მაგრამ „ლუკოილი“ რუსული კომპანია არ არის? ასე რომ, რუსული კომპანიები საკმაოდ მსხვილად არიან წარმოდგენილი, მაგრამ ალტერნატივაც არსებობს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული, ასევე აზერბაიჯანული. თავის დროზე, კარტელურ შეთანხმებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით, მე უფრო გარკვეულ ბიზნეს რისკებს ვხედავ, რაც პრინციპში გადალახვადია, თუ კონკურენციის სააგენტო იქნება აქტიური.

რაც შეეხება პოლიტიკურ რისკებს,როსნეფტისშემოსვლა რა საფრთხეა საქართველოსთვის?

– რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ ნავთობის ძიების ინიცირება უნდოდათ აფხაზეთის აკვატორიაში. თუ ასეა, მაშინ ჩვენი ხელისუფლების რეაგირებაა საჭირო. ვფიქრობ, საცალო ვაჭრობის ბაზარზე მათი შემოსვლა იმდენად სახიფათო არ არის, მაგრამ სახიფათოა მათი მონაწილეობა სხვადასხვა მიმართულებით. დავუშვათ, იგივე საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ნავთობსადენების და კიდევ სხვა მიმართულებებით. ანუ, ისეთ სეგმენტებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის ობიექტური აუცილებლობა არსებობს. ასე რომ, უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია. „როსნეფტი“ და „გაზრპრომი“ ეს არის ორი რუსული კომპანია, რომელიც არის პირდაპირი ინსტრუმენტი პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზეც.

ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შემოგვაქვს გაზი რუსეთიდან? როგორც ირკვევა, ჯერ მხოლოდ სამი პროცენტია შემოტანილი...

– საერთოდ არ მესმის, რა საჭირო იყო კონტრაქტის გაფორმება. იმიტომ, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა რესურსი მთლიანად დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შაჰდენიზის პროექტი ფართოვდება და იქიდან ჩვენ რაღაცა გვეკუთვნის.

შეიძლება, აქ ვიღაცამ, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირების არგუმენტებით, რაღაცა ისეთი გვერდითა კონტრაქტი გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ამ ტიპის ვაჭრობა აზერბაიჯანთან. იმიტომ, რომ არა მგონია, აზერბაიჯანთან, ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლებოდეს მოლაპარაკება. ასე რომ, რუსეთის ფაქტორის გამოყენება იმისათვის, რომ აზერბაიჯანიდან რაღაცა მიიღო, ეს არ არის კონსტრუქციული გზა.

რა ფასად გვაძლევს აზერბაიჯანი გაზს?

– აზერბაიჯანული გაზის ფასი საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია კომერციული შესყიდვები განვახორციელოთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ შეწონილი ფასით განისაზღვრება ყველაფრი. ჩვენ გვაქვს ნაწილი უფასო გაზი, იგივე ამ ტრანზიტის ღირებულება, გვაქვს ნაწილი ე.წ. იაფი სოციალური გაზი, ნაწილი კომერციულად და საშუალო შეწონილი ფასი გამოდის საკმაოდ იაფი. ასე რომ, რუსეთის მხრიდან აქ კონკურენცია, თუ სერიოზული დემპინგს არ მიმართეს და წმინდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ იქნა გამოყენებული, ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება გაზს, აზერბაიჯანი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია. ასე რომ, იქაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანთან ჩვენ რაღაცა პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევედით, რისი პროვოცირების საფრთხე და კონტურები აშკარად გამოიკვეთა ბოლო პერიოდში.

ბოლო პერიოდში ვხედავთ როგორ იძაბება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, ვის აძლევს ხელს ეს დაძაბულობა, არ ფიქრობთ, რომ ეს ვითარება რუსეთის ინსპირირებულია?

– პრინციპში ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ აქ შეიძლება იყოს რუსული გეგმის ნაწილი იმისათვის, რომ რუსეთმა კონტროლი დააწესოს სამხრეთ კავკასიაზე, მთავარი არის აზერბაიჯანი–საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭება. აზერბაიჯანი და საქართველო არის ერთი გეოპოლიტიკური კვანძი, ერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია გვაქვს და ამით ვართ დასავლეთისთვის საინტერესო. თუ ამ ურთიერთობებში პრობლემები შეიქმნა, მაშინ რუსეთს რასაც უნდა იმას გააკეთებს მთლიანად  რეგიონში.

შესაძლებლია, მომავალში კიდევ ველოდოთ ჩვენ ამ ტიპის პროვოკაციებს და ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტს ბოლო პერიოდში გავნითარებული მოვლენების გამო კლასიკური პროვოკატორი ვუწოდე.

trampi ამან ხომ ბოლომდე თავზე ჩამოიქაქა
აქაოდა ბიძომ ატაშოლი გამიკეთაო .......და ბოღმით გაივსო
ამის სახელი შ...ზე იწყება
შშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშათლახი.............................
სიტყვა ჩათლახიც კი არ ეკუთვნის
5 წლის უკან