მდგომარეობა საგანგაშოა

მდგომარეობა საგანგაშოა

ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებას მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისშესახებ და იმ საშვილიშვილო უბედურების შესახებ, რომელსაც ჩვენი  ქვეყნის შეგნებული ან შეუგნებელი მტრები გვიმზადებენ.სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარების ჰუმანისტური პროცესი, რომლის რიგითი მონაწილენი ჩვენც, ქართველი პატრიოტები და ადამიანის ადამიანურ უფლებათა (Human Rights) დამცველნი ვართ, არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, სახელდობრ, იმგვარი შემთხვევებისგან, როცა დემოკრატიული ახალი ლოზუნგი, მისი შექმნის პროცესშია, ან არასწორად გაიგება ხოლმე ან რეალურად უპირისპირდება ხალხის ფართო მასის ტრადიციულ ზნეობრივ რწმენებს და მოთხოვნილებებს. დღეს ჩვენის აზრით, საქართველოში ამგვარი სახის შეცდომის საშიშროება არსებობს, რომელმაც შესაძლებებლია მძიმე შედეგი მოიტანოს არა მხოლოდ სადღეისოდ, არამედ მომავალ თაობებშიც.

დემოკრატიის ერთ-ერთი ნორმა, რომლის გამარჯვებასაც ისტორიულად მრავალი ჩვენი თანამემამულე გამოჩენილი მოღვაწეებისა და რიგითების სისხლი შეეწირა, ის გახლავთ, რომ ადამიანს უფლება აქვს თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვას. ბუნებრივია, რომ სხვებს უფლება აქვთ მას შეეკამათონ და ამ გაგრძელებული კამათის შედეგი იქნება წინსვლა ჭეშმარიტების მიზნის გზაზე. ასევე უფლება აქვთ ე.წ. “ლგბტ“ ორგანიზაციებს რომელთაც  აქვთ განზრახვა თბილისში ჩაატარონ გეი-პარადი, ანუ თავისი რწმენა, შეხედულება, გემოვნება და მოხასიათება მოქმედებაში გამოხატონ. რატომ არ აქვთ ამის უფლება ხსენებულ ორგანიზაციებს? იმიტომ, რომ მათი მოქმედების ხედი ანტიპედაგოგიურია, იგი ეწინააღმდეგება მოზარდ თაობათა აღზრდის იმ შეუვალ და კატეგორიულ მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში არიან პედაგოგიკაში, როგორც მეცნიერებაში და მომავლის მთელ ხილულ პერსპექტივაში ძალაში იქნებიან (შევნიშნავთ, გაეროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების არცერთ დოკუმენტში, რომლებიც სქესობრივი ქცევის თემებს ეხებიან, რამდენადაც ვიცით, არ არის მითითება ან მინიშნება რაიმე მეცნიერულ საფუძველზე, რომელიც განაპირობებდეს ახლებურ, ამჟამდ თბილისში კოლოსალური თანხებით დაფინანსებულ დამოკიდებულებას მოკვდავთა ხსენებული ცოდვისადმი).

ამ ცოდვის დეკრიმინალიზაცია, რა თქმა უნდა,  სულ სხვა თემაა. ხსენებული დეკრიმინალიზაცია, ჩვენის აზრით, სამართლებრივი კვლევის განვითარების ბუნებრივი და უალტერნატივო შედეგია. არის საზოგადოების შეურაცხყოფის იმგვარი ფორმები, რომელთა მოთმენის  უფლება საზოგადოებას არა აქვს.

ის, რაც იგეგმება, ერთი ამ ფორმათაგანია. არსებითია ის, რომ ქრისტიანობა აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ანუ უფლებას, რომ მან თვითონ აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი (მითუმეტეს, რომ ცნება „ცოდვა“ არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდენ ქრისტიანულ სამყაროს),   მაგრამ ამავე დროს იტოვებს უფლებას, რომ ზოგიერთი ქმედება თავისთვის ცოდვად მიიჩნიოს. დღევანდელი “ფსევდოლიბერალები” კი მოითხოვენ, ყველამ, მიუხედავად აღმსარებლობისა,  უპირობოდ აღიარონ ის, რაც მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება  _  აღიარონ ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად.

ეს პირდაპირი ძალადობაა.

ამასთანავე, მოითხოვენ განსაკუთრებულ პატივისცემასა და პრეფერენციას  სხვისგან მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული არიან  და არა მათი ადამიანური უნარ-ჩვევებისა ან გამორჩეული შემოქმედებითი შესაძლებლობების გამო. ანუ, მოითხოვენ გამორჩეულ  საჯარო ყურადღებას  გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში. 

ესეც პირდაპირი ძალადობაა.

გააპროტესტებ ძალადობასა და ცოდვის გავრცელების სტიმულირებას და, საქმეში ჩართავენ ადმინისტრაციულ რესურსსა და მედიას და, მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, ანტიდემოკრატისა და „მართლმადიდებლური ირანის“ იმიჯი გარანტირებული გაქვთ.

თავს უფლებას ვაძლევთ, ვახსენოთ კიდევ ერთი მაგალითი საჯარო სივრცისადმი პედაგოგიური მიდგომის საჭიროებისა. როცა დედას, დეიდას, მამიდას, ბებიას, დედინაცვალს, ბავშვი საჯარო სივრცეში გამოჰყავს, ბავშვს ურყევად უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი, რაც იქ ხდება, დედასაც ესმის და, შესაბამისამისად, ყველაფრის საჭირო სახით წარმართვის რაღაც შესაძლებლობაც აქვს.

ნოდარ ნათაძე

მამუკა გიორგაძე

პაატა კოღუაშვილი                                                                                                                                  

უ ც ხ ო :
მადლობა, ბატონებო, რომ თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, თორემ ისე ჰყავთ საზოგადოება მაგათ დაშინებულ-დაშანტაჟებული, მალე ნორმალური სექსუალური ორიენტაცია გახდება დასამალი და ვიღაცაზე რომ იტყვიან აღტაცებით - ვაიმე, რა კარგი ბიჭიაო, თანამოსაუბრემ შეიძლება ყურში ჩაუჩურჩულოს: - კი... მაგრამ რად გინდა, ჰეტეროსექსუალი ყოფილაო!..
5 წლის უკან
Serapina კი, როგორ არ გვ(ი)ჭირს ?!

ქართველ ახალგაზრდობას წაართვეს წიგნი სხვადასხვა გზებით და ამის სანაცვლოდ ჩამოურიგეს ძვირადღირებული მობილურები (მშობლები რომ უცხოეთში ჰყავთ... მონურ სამუშაოზე გაშვებული და კიდევ, მამა-პაპის სახლ-კარს კრედიტების გამო კარგავენ, ეს არ შევიმჩნიოთ), მარიხუანა და ცირასტყელას დროშები…

... სხვა რომ არაფერი ვახსენო, რამდენი საუკუნის წინ იყო, გელათის აკადემიაში რომ მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდები განათლების მისაღებად მოდიოდნენ?!

მათვრობამ გამოგვიცხადა, წელს, უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი, უფრო მეტი სტუდენტი დაფინანსდებაო.
...აბა, ჩვენ სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს მივხედავთო,იმას ხომ არ იტყოდნენ?
ეს გვჭირს,აი ეს!


მთავრობავ, განათლება უკუღმიდან გაიგეთ, ეკონომიკაში ხომ საერთოდ, გენიოსები ხართ!(ჩინელები რომ ფულს აკეთებენ საქართველოში,ამას ეკონომიკის წინსვლა დაარქვით), ტურიზმის განვითარებით, თურქეთის ეკონომიკას... სოფლის მეურნეობას აძლიერებთ,...უმუშევარი და დასნეულებული ხალხი, ევროპაში გაუშვით სამათხოვროდ... და რამდენი ჩამოვთვალო…

...და ამ ყველაფრის შემდეგ, რომ კიდევ ბოკერია აქიცინებს თავს ტელევიზორში და ქვეყნის საქმე ცუდადააო, რომ იძახის (ნინია კაკაბაძე და მისთანები თუ გამომრჩეს,ღმერთი მიხედავს)…


მარტო, ერთი რამ მინდა ვიცოდე (მიშისტების და ბიძინისტების აზრი არ მაინტერესებს!!!), ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მართლა ასეთი უვიცი და უსუსრია…. თუ, "სხვა არ გვანებებს" არგუმენტი, თავიანთი უცოდინრობის გასაპრავებლად ჭირდებათ???
თუ, ეს უკანასკნელია, მაშინ იქნება განათლების სისტემის დაახლოება მოგვეთხოვა ამ ევროპულ განათლების სისტემებთან. იქნებ, ახალგაზრდების მომავლისათვისათვის დაგვეხედა ამ მუშტებზე ... და არა, ჩერგოლეიშვილთან დისკუსიაში დაგვეხარჯა დრო.

თამარა, ზის კარგ სტუდიებში და სიშტერის საუბარში, ფულს იღებს. ამ დროს, მაგათი შვილები, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ, თანაც უცხოეთის დაფინანსებით.
თამარას და კიდევ ყველა, სავარძელში მოკლათებული ჩინოვნიკების შვილები, უხოეთში რომ სწავლობენ, ევროპელი და ამერიკელი მილიონრების შვილების გვერდით... თქვენ გგონიათ, ეს შემთხვევითაა?

p.s. ჰოდა, ზუსტად გასახედნი და მოსათვინიერებელი ერი რომ ვართ თურმე, ეს არგუმენტი უნდათ ამათ და აბა ჰე, ბლომად მიაწოდეთ(ცოტამ შეგნებულად, უმეტესობამ კი სრულიად გუაზრებლად)!!!
5 წლის უკან
Serapina როცა საჭიროდ ჩათვალეს(სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების გამო), ქუჩებში შვეიცარიელი და ავსტრიელი მშობლებიც გამოვიდნენ... ოღონდ, ისინი კურიკულუმ-ის შეცვლას და შინაარსის განხილვას ითხოვდნენ. ქმედითი გზების მოძებნა არ ვიცით ჩვენ!
5 წლის უკან