„მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება, შეიძლება მოლდოვის ვარიანტიც განვითარდეს, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ კონტურები იკვეთება“

„მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება, შეიძლება მოლდოვის ვარიანტიც განვითარდეს, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ კონტურები იკვეთება“

შუალედური არჩევნების შემდეგ ბევრ პოლიტიკოსს საბოლოოდ გადაეწურა იმედი. „ნაციონალებმა“ დაასკვნეს, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება შეუძლებელია; ამბოხებულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჩათვალა, რომ ორივე ძალა-„ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ხუთავს პოლიტიკურ სივრცეს, ალეკო ელისაშვილმა კი მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაჭედა და დააპაუზა ეს ქვეყანა და „ნაცმოსა“ თუ „ქოცებს“ შორის მუდამ „ქოცი“ დარჩება გამარჯვებული.

ვისთვის დაკარგა აზრი არჩევნებმა?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

არჩევნებმა შესაძლოა, აზრი დაკარგანაცმოძრაობისთვის“, მაგრამ არჩევნებს მთლიანობაში არ დაუკარგავს აზრი“, -ასეთნაირად პასუხობს ირაკლი კობახიძენაციონალებისბრალდებას, თითქოს არჩევნებმა მთლიანობაში აზრი დაკარგა. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობათვითრწმენას დაკარგავს, თუ სხვა გამოსავალზე დაიწყებს ფიქრს?

- მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან „ნაცმოძრაობა“ ჩაბარდა წარსულს და, თუ გარე ძალები არ მოინდომებენ, „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას პერსპექტივა არ აქვს. გარე ძალებში რუსეთის ფედერაცია იგულისხმება, მათი მეშვეობით შესაძლოა, მოხდეს ამ მარგინალური ძალის შემოყვანა და ეს მოხდეს გარეგანი ძალების თამაშის წესების მიხედვით. სხვა მხრივ „ნაცმოძრაობას“ არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკურ არენაზე მიიღებს რაიმე დივიდენდს. ამას თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან. ასევე, ამას კარგად ხვდება „ნაცმოძრაობის“ ყველა განაყოფი - როგორც „ევროპული საქართველო“, ისე მარიონეტული პარტიები. „ნაცმოძრაობამ“, როგორც ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის გადმონაშთმა, დიდი ხანია, დაკარგა აქტუალობა.

გარე ძალის ინტერესი ახსენეთნაციონალებისდაბრუნების საქმეში, მაგრამ არც შიდა ძალები არიან გულგრილნინაციონალებისმიმართ. ლევან გოგიჩაიშვილს რომ დავესესხოთ, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი უფრო კომფორტულად გრძნობს თავსნაციონალებთან“, ვიდრე თუნდაც ნუკრი ქანთარიათან, კარლო კოპალიანთან და სხვებთან. უფრო მეტიც, თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო დელეგაციაში მეტი ხალისით შეიყვანსნაცებს“, ვიდრე თუნდაც ამბოხებულ დეპუტატებს.

- ლევან გოგიჩაიშვილი ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად გვიბრძოლია და უფრო მეტიც გვიბრძოლია, ვიდრე დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამ შეფასებაში ვეთანხმები ლევან გოგიჩაიშვილს, რომ ცალკეული ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს „ნაციონალებთან“. ილფი და პეტროვის გენიალური იუმორისტული რომანი რომ გავიხსენოთ, ოსტაპ ბენდერს აქვს ასეთი გამონათქვამი, „მალჩიკ დლია ბიტია“, ბიჭი რომელსაც სჯიდნენ, როცა ის ცუდად იქცეოდა. სწორედაც დღეს „ოცნებას“ ჰყავს ასეთი დასასჯელი ბიჭი - „ნაცმოძრაობა“. ეს არის ლიტერატურული ტერმინი და აქ არაფერია დასაძრახი. ამის მიუხედავად, როგორც კი გამოჩნდება სერიოზული პოლიტიკური ძალა, „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ექნება შანსი, ახალ ძალას გაუწიოს კონკურენცია.

თქვენ ფიქრობთ, რომ მესამე და მეოთხე ვადაზე მეოცნებექართულმა ოცნებამშესაძლოა, დატოვოს პოლიტიკური სივრცე?

- რა თქმა უნდა, ეს კანონზომიერებაა, თანაც ისეთ გარდამავალ პოლიტიკურ სისტემაში, როგორიც საქართველოა. უბრალოდ, ახლა არ ჩანს ასეთი ახალი პოლიტიკური ძალა. ბოლო პოლიტიკური ძალა რაც შეიქმნა, ესენიც ძალიან სასაცილო პოლიტიკური პარტიებია. მაგალითად, სულ ბოლო პოლიტიკური პარტიის შექმნა ოქრუაშვილის გარშემო პოლიტიკურ მუზეუმს უფრო მაგონებს. ეს არის საქართველოს უახლესი პოლიტიკური მუზეუმი და არა რაიმე ღირებული და სერიოზული პოლიტიკური ძალა. სერიოზული პოტენციალი გააჩნია „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ, თუ მათ არ მოახდინეს თავიანთი რებრენდინგი, ისინიც შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ. სხვა პოლიტიკურ პარტიას მე ვერ ვხედავ.

ოცნებისჩანაცვლებას რომელი წლისთვის ელით?

- 2020 წლისთვის ისევ დიპოლარული სისტემა იქნება, ანუ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. სიტუაცია ისეთია, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს და შექმნას წინაპირობა, რათა სხვა სერიოზული პოლიტიკური პარტია გამოჩნდეს პოლიტიკურ სივრცეში.

თქვენ ახსენეთ მუზეუმი. გადატანითი მნიშვნელობით, მუზეუმი ნიშნავს უსიცოცხლო ნივთების გაერთიანებას. ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური მოძრაობა მუზეუმის შთაბეჭდილებას ტოვებს?

- პოლიტიკურ მუზეუმს როცა ვახსენებ, ამით ჩვენს პოლიტიკოსებს რაიმე უარყოფით ტერმინს არ ვკადრებ. უბრალოდ, პოლიტიკური მუზეუმი ნიშნავს, რომ მათი დრო წასულია და ისინი საექსპონატო ნიმუშთა სახით შეიძლება დარჩნენ და წარმოჩნდნენ. თორემ აქ პოლიტიკურ გვამებს არ ვგულისხმობ. პოლიტიკურ გვამია „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი, ბოკერია და მისთანანი.

ფაქტია, ამ პოლიტიკურ მუზეუმში არ მიდიან ექსპონატთა დასათვალიერებლად, აქ სერიოზული მიზნები ამოძრავებთ, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საერთო ეროვნული მოძრაობა უნდა დაფუძნდეს, რომელიც ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრებს ხელისუფლებას.

- პოლიტიკურ მუზეუმში პოლიტიკურ მიზნებსა და განვითარებაზე სასაცილოა საუბარი. გაიხსენეთ „პიკვიკის კლუბი“, ჩარლზ დიკენსის ეს კლასიკური ნაწარმოები, სადაც კარგადაა წარმოჩენილი მაშინდელი პოლიტიკური რეალობა, ამ კლუბის ვარიანტი იქმნება ახლაც. ეს არის პიკვიკის კლუბის ქართული ნარატივი, ანუ დიკენსისეული პიკვიკის კლუბი გადაიქცა მუზეუმად. ნაწარმოებში სწორედ ასეა წარმოჩენილი. ამ კლუბში ვადაგასული, ძველი ადამიანები მიდიან, ფორმალურად სხედან, შეიძლება ერთმანეთს გაუზიარონ წარსულის მიღწევები, შედეგები, ჩაი ან ყავა დალიონ და გაიხსენონ კარგი ძველი დრო.

რა დივიდენდით მოდის ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში?

- ერთადერთი დივიდენდი ირაკლი ოქრუაშვილს ის ჰქონდა, რომ ის დაუპირისპირდა დიქტატორულ რეჟიმს, მაგრამ ეს დივიდენდი ისევ გააქარწყლა თავისი უპრინციპო ნაბიჯით, როცა შეუნდო სააკაშვილს. ეს იგივე ვარიანტია, მესამე რაიხისა და ნიურნბერგის ჯალათებს რომ შევუნდოთ. ასეთი პოლიტიკის არ მესმის. შეიძლება, ბევრი ჩემი მოწინააღმდეგისთვის შემინდვია და კიდეც შევუნდობ, მაგრამ ვერ შევუნდობ მოსისხლე მტერს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის შენდობა გამორიცხულია, ის ან უნდა გასამართლდეს, ან ვარლამ არავიძის ბედი გაიზიაროს. დასაფლავებაც დიდი ფუფუნება იქნება ამ ნაძირალასათვის.

ბოკერიას შესახებაც მინდა გკითხოთ. ის განუდგა ირაკლი ოქრუაშვილს და რუსეთის სასარგებლო განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი. ამის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებას ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომევროპული საქართველომთელი თავისი ბოკერიებით, ღვინიაშვილებით, ასევე, „ნაცმოძრაობადა ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა არსობრივად ერთნი არიან და მათ ერთი საწყისი აქვთ. მაშინ რატომ განუდგა მას ბოკერია?

- ბოკერიაც იგივეა, როგორც კამბოჯის პირსისხლიანი დიქტატორის პოლ პოტი რეჟიმის ემისარი. იქ მარტო პოლ პოტი არ ყოფილა, იქ იყო ემისარიც, მეორე სისხლისმსმელი ადამიანი. ეს ერთი ხროვაა მერაბიშვილთან ერთად და ეს შეფასება ხროვის ყველა წევრზე ვრცელდება. თავის დროზე ნაცისტურ გერმანიაში ერნსტ რემისა და ჰიტლერის გზები გადაიყარა, რემი და ჰიტლერი უახლოესი მეგობრებიც კი იყვნენ, მათ დააარსეს ნაცისტობა, მაგრამ ბოლოს ერთმანეთი ისე დაჭამეს, საქმე „გრძელი დანების ღამემდე“ მიიყვანეს და ერთმანეთი დაჩეხეს. ეს არის ავტოკრატიული პოლიტიკური პარტიების და მოძრაობების ბედი. როგორც „დათა თუთაშხიაშია“, ეს არის კაციჭამია ვირთხების სინდრომი. „ნაცმოძრაობა“ ვერაფრით მობრუნდება და ეს ყველა არჩევნებმა აჩვენა. ახლა „ნაციონალები“ ფეთქავენ და „ქართული ოცნება“ ერთგვარ კომფორტშიცაა, რომ ჰყავთ ასეთი უსუსური და კომიკური ტიპის მოწინააღმდეგე, პოლიტიკური მარიონეტები, მარიონეტების თეატრი „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სახით. პოლიტიკურ მარიონეტებს მომავალი არ გააჩნიათ, მათ შეიძლება გაგვართონ, გაგვახალისონ, მაგრამ მათი მოსვლა ხელისუფლებაში შეუძლებელია.

ივნისში კიდევ არაერთი პატარ-პატარა პარტია დაფუძნდება. რიგში არიან ბესელია, დავით ჭიჭინაძე, შესაძლოა, ქობულიაც და სხვებიც. მათ რა რესურსი ექნებათ?
- არანაირი.

მაშინ მესამე ძალა საიდან უნდა გამოჩნდეს?

- მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება, დიალექტიკა ამისკენ გვიბიძგებს. აქ სხვა ფაქტორებიცაა, შეიძლება მოლდოვის ვარიანტიც განვითარდეს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მოლდოვის კონტურები იკვეთება. ეს ნიშნავს, თუკი რეგიონული ჰეგემონები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და საქართველოს გამოიყენებენ თავიანთ ტერიტორიად, საქართველოში გარკვეული ახალი ძალები შეიძლება შეიქმნას.