ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მალე დაიწყება. ამის პირობას იძლევა როგორ მთავრობა, ასევე ინვესტორი. პროექტი შთამბეჭდავია, მაგრამ რამდენად სწრაფად განხორციელდება, მისი წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში. უახლოეს მომავალში კი საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.
„ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ამ დროს გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ამასთანავე არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უპირატესობები, მაგრამ ეს არაა საკმარისი. უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ ეკონომისტები.
ქუთაისში ელექტრო მობილების წარმოების ორგანიზებას, კომპანია „AiProduction“ უზრუნველყოფს. მისი დირექტორი აკაკი მამალაძე ამბობს, რომ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს წინა სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიწის გეოლოგიური და გეოდეზიური შესწავლა მიმდინარეობს.
„ვამზადებთ ტერიტორიის სრული განაშენიანების გეგმას, საწარმოს განლაგების სქემას, კონსტრუქციებს და შენობების პროექტებს. გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების საწარმო კომპლექსი, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოები“,- აცხადებს აკაკი მამალაძე.
მისი თქმით, „AiProduction“ ელექტრომობილების აწყობისთვის საჭირო ყველა ტექნიკა დანადგარის საქართველოში ჩამოტანას გეგმავს.
„სამშენებლო პროექტი დანაწილებული გვაქვს თანმიმდევრულად, პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან წელსვე ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საწარმო ნაწილები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საწარმოს განვითარებასაც.
გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე“, - განმარტავს „კომერსანტთან“ მამალაძე.
პროექტი ქუთაისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგეგმება, რომ წარმოება სრულად ქართულ ძალაზე გადავიდეს, თუმცა თავდაპირველად საწარმოში გარკვეული რაოდენობის ჩინელი მუშახელი იმუშავებს, რაც კომპანიისთვის გამართულობის გარანტია იქნება.
„პროექტის ფარგლებში ბევრი ადამიანი დასაქმდება, რომელიც ჩვენი დახმარებით ავტო ინჟინერიას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროფესიებს დაეუფლებიან. 2019 წლის ბოლოსკენ 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო 2020 წლის ბოლოს დასაქმებულთა რიცხვი 400-მდე გაიზრდება. ყველა სპეციალისტი გაივლის შესაბამის ტრეინინგებს და სემინარებს. ინსტრუქციებში სწორედ გარკვევისთვის თავდაპირველად საწარმოში იმუშავებენ ჩინელი ინჟინრ-ტრენერები, ხოლო პარალელურად განვითრდება ადგილობრივი რესურსები“, - აცხადებს მამალაძე.
სპეციალისტები ინოვაციური პროექტის განვითარებას მიესალმებიან, თუმცა სანამ ქარხანა რეალურად აშენდება, წინასწარ რამის თქმა ეძნელებათ. ექსპერტ დავით ებრალიძის აზრით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქარხნის როლი როგორც საექსპორტო კუთხით, ასევე შიგა მოხმარებისათვის ცასახად პოზიტიური იქნება.
„რასაკვირველია, რთულია წინასწარ ითქვას აშენდება თუ არა ქარხანა და რა ტემპით იმუშავებს, სანამ დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. გამოშვებული პროდუქცია შიგა ბაზრისათვის ნამდვილად მეტი მნიშვნელობის მატარებელი მგონია, მაგრამ მაინც დრო გვაჩვენებს, თუ გაკეთდა.
რეალობა ასეთია, მომავალში სულ უფრო და უფრო მეტი ელექტრომანქანა იქნება და საბოლოოდ, ალბათ, სრულად ჩანაცვლდება კიდეც შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. ამდენად როგორც სქართველოში, ასევე ბევრად მთაგორიან ტერიტორიებზეც მომავალი მაინც ელექტრომობილებისაა“, - აღნიშნა ებრალიძემ.
"ქარხნიდან პირველი ქუთაისური ელექტრომობილი???"
მაგარი იუმორი გქონიათ.
შავი იუმორი.
„რასაკვირველია, რთულია წინასწარ ითქვას აშენდება თუ არა ქარხანა და რა ტემპით იმუშავებს, სანამ დეტალები ჯერ კიდევ უცნობია" - ქარხნის დირექტორი.
ისე, მაგ ქარზანას ჯერ კიდევ, როცა მართლა რაღაცას უშვებდნენ, ქაქ-ი ერქვა.
სახელს ნაღდად ამართლებდა.
მართლა ქაქი იყო მაგისი პროდუქცია.