ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე დღეს ჯვარს იწერს.
როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, 44 წლის მანანა კობახიძის რჩეული ბიზნესმენი ზაზა გოგიჩაიშვილია.
კობახიძის პირველი მეუღლე, ზურაბ ორაგველიძე სამი წლის წინ, 43 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მანანა კობახიძეს ორი ქალიშვილი ჰყავს - 22 წლის მაკა და 19 წლის ნინო.