„არსებობს ჩვეულებრივი ტყუილი, არსებობს საზიზღარი ტყუილი და არსებობს სტატისტიკა“

„არსებობს ჩვეულებრივი ტყუილი, არსებობს საზიზღარი ტყუილი და არსებობს სტატისტიკა“

„კარვების ქალაქი“ და მიხეილ სააკაშვილი... ემიგრანტი ქართველები და ყოფილი პრეზიდენტის განცდები, იხილა რა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მამა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა ჩაყვანილი და შიმშილით კვდებოდა; სააკაშვილს არც საფრანგეთში გადასარჩენად ჩასული სხვა ქართველები გამოჰპარვია და ამ ყველაფრის შემხედვარეს აღმოხდა: „მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს და რომას ხალხს, მაგრამ საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა. კარვებში მცხოვრები ქართველების კატასტროფა უნდა დასრულდეს!“

მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტმა მელორ ვაჩნაძემ, რომელიც კარვების ქალაქში მისულ სააკაშვილს მონპელიეს ქუჩებში გადააწყდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სააკაშვილის თანამოაზრე გიორგი სიგუა დაუკავშირდა და შესთავაზა, ემიგრანტ ქართველებს ჟურალისტების მეშვეობით დავეხმარებიო. მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ მან გიორგი სიგუა გააფრთხილა, აქ მიშა არ დავინახოო, თუმცა „თურმე მიშა საპიაროდ ჩამოვიდა და ხალხის უბედურებით ქულები დაიწერა“.

ემიგრანტი ქართველები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი უნდა გაუქმდეს, რადგან ამ სტატუსის შემდეგ საქართველოდან ჩასული გაჭირვებული ადამიანებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიცემა თითქმის არ ხდება. ემიგრანტები შეშფოთებას ვერ მალავენ, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპელები დაარწმუნა, საქართველო უსაფრთხო ქვეყანააო, ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებიდანაც აძევებენ და არც საქართველოში ედგომებათ, რადგან საარსებო საშუალებები არ აქვთ.

კერძოდ, ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ ის ქართველები, რომლებიც ბარსელონაში ზუსტად იმ სკოლაში ცხოვრობდნენ, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, აცხადებენ, რომ ვითარება ქართველებთან მიმართებით მას შემდეგ გართულდა, რაც ესპანეთში ვიზიტით დავით ზალკალიანი იმყოფებოდა და მან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან ცუდი ტენდენცია იკვეთება საქართველოში, რადგან პოლიტიკური, სამთავრობო და სახელმწიფო კრიზისის ფონზე საქართველო შეიძლება გადაიქცეს არშემდგარი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოდ. სხვათა შორის, საქართველოს ჰქონდა ასეთი სტატუსი, როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს მიანიჭა აღნიშნული სტატუსი. არშემდგარი ქვეყანა ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ აკონტროლებს სიტუაციას, მძიმე გაუსაძლისი პირობებია შექმნილი, რაც მოსახლეობის გადინებას იწვევს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, არშემდგარი ქვეყნის ტენდენციის ელემენტები კონტურების სახით საქართველოში იკვეთება. შეიძლება ამან დღის წესრიგში დააყენოს არშემდგარი ქვეყნის თემატიკა და ხელი შეუშალოს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ალიანსში. სხვათა შორის, ჩემი პროგნოზი, რომ საქართველო შეიძლება გამხდარიყო შავი ტრანზიტის გამავალი ქვეყანა და ამას პრობლემები შეექმნა ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ზოგიერთებმა არ დაიჯერეს. ამაზე ვაფრთხილებდი ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ პოლიტიკურად მართულმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა ლამის იარლიყები მომაკერეს. მას შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. მონპელიეშიც ეს ტენდენცია იკვეთება. სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა პირადად მე სულ ახლახანს მაღაზიაში შევედი და 40 ლარი დავხარჯე სულ არაფერში. ვიყიდე ორი პური, ორი კილოგრამი კარტოფილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, ბროწეულის წვენი და 40 ლარი გადავიხადე ამ ხუთ კომპონენტში. მე მაინც საშუალო კლასს წარმოვადგენ, აკადემიურ პროფესორებს ანაზღაურება მეტ-ნაკლებად სტაბილური აქვთ, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით, საშულო კლასის წარმომადგენლებიც კი გადავდივართ სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და სიტუციიდან გამოსავალს გვთავაზობს.

მისი თქმით, ამ სიტუაციას ეშველება, თუკი სახელმწიფო ბურატინოს ქვეყნის სინდრომისგან გათავისუფლდება. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ბურატინოები არ უნდა მოდიოდნენ. ვახტანგ მაისაიას განმარტებით, თავის დროზე მან შემოიტანა ტერმინი „პოლიტიკური ფინოქიო“ და სააკაშვილს დაარქვა. ამ ტერმინმა უკრაინაში ძალიან კარგად იმუშავა, სადაც სააკაშვილს პოლიტიკურ ფინოქიოსაც ეძახიან, რადგან ის მუდამ იტყუება. დღეს კი საქართველოში გვყავს პოლიტიკური ბურატინოები, რომელთა სინდრომიც უნდა დასრულდეს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზალკალიანს არავინ არაფერს ეკითხება. ზალკალიანი იმიტომ გაგზავნეს ესპანეთსა და საფრანგეთში, რომ ეთქვა, ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა ვართო.

„ჩვენთან მთავარია რენომე. საქართველო, ალბათ, უსაფრთხო ქვეყნებს შორის სამი-ოთხი პუნქტით წინ წავიდა, ამიტომაც გაგზავნეს ზალკალიანი, თორემ თავისი ინიციატივით ჩავიდოდა პარიზში, მერე მადრიდში და იტყოდა, ჩვენ ამოგვიღეთ მაგ სიიდან, ჩვენთან უკვე უსაფრთხო სიტუაციააო?! ეს ყველაფერი ცუღლუტობაა, რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენთან სამოქალაქო ომი აღარ არის, დიდი ხანია, მშვიდობაა და ქუჩებში არ ხოცავენ ხალხს. ევროპელებსაც ეს აინტერესებთ, რადგან ევროპელები სირიიდან დევნილებს ვერ აუდიან. ახლა მათ ლიბიელებიც დაემატებიდან, რადგან სამოქალაქო ომი დაიწყო ლიბიაში და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ლიბიელებს ამიტომაც ულაპარაკოდ აძლევენ ამ სტატუსს, თავშესაფარს, მაგრამ, თუ საქართველოდან ადამიანი შიმშილის გამო მიდის უცხოეთში, ეს ევროპელებს არ აინტერესებთ. ევროპა ამბობს, შენ სახელმწიფო გაქვს და შენს მთავრობას თავადვე მოსთხოვე პასუხი. მთავრობა ცუდია? აგერ, გამოვიდნენ უკრაინელები და გადააყენეს. სამ ლარად ცხოვრება შეიძლებაო, ამას ქუცნაშვილი რომ გიმტკიცებს, ეს უკვე სასაცილოა, თანაც გვეუბნება, სტატისტიკა ასეთიაო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ჩერჩილის სიტყვებს იხსენებს, „არსებობს ჩვეულებრივი ტყუილი, არსებობს საზიზღარი ტყუილი და არსებობს სტატისტიკა“.

პოლიტოლოგის განმარტებით, სტატისტიკით ყველაფრის გამართლება შეიძლება. თუმცა ამ ფონზე მთავრობას შეუძლია, დანახარჯები შეამციროს. ამოდენა ხელფასები, პრემიები არ არის საჭირო. ეს უკვე აღარ გამოდის ეკონომიური ქამრების შემოჭერა. ხელისუფლების ქამრები, ეტყობა, რეზინისაა, ეს რეზინა ფართოვდება და არავის ეჭირება. ყოველ შემთხვევაში, გამხდარი ჩინოვნიკი არავის უნახავს.

 

ლაზი ესეც ახალი ტერმინი - "რეზინის ქამარი".
"გაწელილი რეზინის ეფექტ"-ზე რას იტყოდით, ბატონო სოსო?
5 წლის უკან
ლაზი ესეც ახალი ტერმინი - "რეზინის ქამარი".
"გაწელილი რეზინის ეფექტ"-ზე რას იტყოდით, ბატონო სოსო?
5 წლის უკან
tngh ნეტავ ყველას, ვისაც წასვლა უნდა მისცენ სამუდამო თავშესაფარი... ბინებიც გაიაფდება, ავტომობილებიც, საჭმელ-სასმელიც მეტი დაგვრჩება და აქედან ხშირად დავლოცავ ემიგრანტებს...
5 წლის უკან