ჰააგაში ფაქტობრივად წაგებული საქმე შემოვატრიალეთ და დადასტურდა, რომ ჰააგა განიხილავდა ერთადერთ საკითხს, ომის დანაშაულებები ვინ ჩაიდინა და დადასტურდა, რომ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აბრალებდა ევროსაბჭოს რეზოლუციით ქართველ ჯარისკაცებს, ეს იყო ტყუილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინა, ეს იყო რუსული მხარე.
„სააკაშვილის გაფუჭებული საქმე და ღალატი, არა მხოლოდ 2008 წელს არამედ, 2008 წლის შემდეგაც. მან ფაქტობრივად ჩიხში მიიყვანა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც პროცესები. ერთი პროცესი საერთოდ ჩააგდო ქვეყნებს შორის დავისა, იმიტომ რომ თავის დროზე არასწორად შეიტანა სარჩელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ეს შანსი დავკარგეთ, რომ ქვეყნებს შორის დავა მოგვეგო სააკაშვილის მოღალატეობრივი სამართლებრივი პროცედურების გამო.
რაც შეეხება ჰააგას, ჰააგაში ფაქტობრივად წაგებული საქმე შემოვატრიალეთ და დადასტურდა, რომ ჰააგა განიხილავდა ერთადერთ საკითხს, ომის დანაშაულებები ვინ ჩაიდინა და დადასტურდა, რომ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აბრალებდა ევროსაბჭოს რეზოლუციით ქართველ ჯარისკაცებს, ეს იყო ტყუილი. ევროსაბჭოს რეზოლუციაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ ჩაწერა და მხარი დაუჭირეს, რომ კასეტური ბომბები გამოიყენეს ქართველმა სამხედროებმა. ომის დანაშაული დააბრალა გიორგი თარგამაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქართველ ჯარისკაცებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ეს იყო ტყუილი და ერთადერთი, ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინა ეს იყო რუსული მხარე.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, აქ განხილვის საკითხი იყო ასევე ადამიანის უფლებების დარღვევა და აქაც საქართველომ, წაგებული საქმე შემოატრიალა იუსტიციის სამინისტრომ, თეა წულუკიანმა, რომელიც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელია. ჩვენ მოვიგეთ დავა და იმ დავით სამართლებრივად გავამყარეთ, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ ერთადერთი სასამართლო დოკუმენტი გვაქვს, რომელიც ადგენს, რომ ეს არის ოკუპაცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.