ბრძოლა პარკებით, პარკებისთვის და პარკების წინააღმდეგ

ბრძოლა პარკებით, პარკებისთვის და პარკების წინააღმდეგ

ბიოპარკების შემოღებამ და ბაზარზე უეცრად წარმოქმნილმა ქაოსმა პარლამენტი და მთავრობა ერთად გამოაფხიზლა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, სადაც განხილვის მთავარი თემა პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო, ხმაური მოჰყვა.

კამათი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მოხსენებამ გამოიწვია, რომელმაც თავდაპირველად პოლიეთილენის პარკების გამოყენებით გარემოზე მიყენებულ ზიანსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და ასევე მიწვეულმა მწარმოებლებმა ამის მოსმენა არ ისურვეს. ჭიჭინაძის თქმით, მათ სამინისტროსგან მიიღეს პასუხად, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი აკრძალვების გადავადება არ იგეგმება. ამიტომ აზრი არ აქვს მთავრობის წევრების რიტორიკას.

საბოლოოდ, ნინო თანდილაშვილმა მოხსენებით გამოსვლა შეწყვიტა, საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ კი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან დავით ჭიჭინაძემ მინისტრის მოადგილეს სხდომაზე მოხსენების წარდგენის საშუალება არ მისცა.

ამასობაში ბაზარზე არსებული მდგომარეობა ქაოსურია. პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა მელიტა პატარიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, რომ

ამჟამდ საქართველოში შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია. არის შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკს ბიოდეგრადირებადი ტყუილად აწერია.

„კვლავ შემოდის უამრავი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჩვენ მიერ სამხარაულში წარდგენილ იქნა ერთ-ერთი კომპანიის მიერ იმპორტირებული პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ეწერა ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მაგრამ ის რეალურად იყო ჩვეულებრივი პოლიეთილენი. სამხარაულმა ამ პროდუქტზე დადო დასკვნა.

ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც საზღვარზე შემოედინება, აზარალებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ შეცდომაში შეჰყავს კეთილსინდისიერი მომხმარებელიც, რომელიც რეალურად 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს ყიდულობს 20 თეთრად სუპერმარკეტების ქსელებში“, - განაცხადა პატარიძემ.

მისივე ინფორმაციით, მეწარმეთა ნაწილმა ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება დაიწყო, თუმცა შემსყიდველმა მხარემ ძვირადღირებული პროდუქტის შეძენაზე, რომლის ფასიც 18-20 თეთრი გახდა, უარი განაცხადა.

„ჩვენ, მეწარმეებმა, რომლებიც დღეს თქვენ წინაშე ვართ წარმოდგენილი, უარი განვაცხადეთ მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართვაზე. შემოვიტანეთ, დავიწყეთ ბიოპროდუქტის გამოშვება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა შემსყიდველმა მხარემ, ჩვენს წარმოებულ უკვე ბიოპროდუქტზე განაცხადა უარი იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტის ღირებულება გახდა 18-20 თეთრი 1 ცალი. ამ დროს სავაჭრო ობიექტები ყიდულობს ვითომ ბიოდეგრადირებად პარკებს, რომელიც დღესდღეეობით ისევ ძველი ფასით მიეწოდებათ“, - განაცხადა პატარიძემ.

ნინო თანდილაშვილმა პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებს შესთავაზა, კიდევ ერთხელ ამ საკითხზე კონსულტაციის გავლა და ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების ისე მიღება.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი კიდევ გააგრძელებს მსჯელობას.

ლაზი ამ პორტალის რეორგანიზაცია თუ რესტრუტუიზაცია სინამდვილეში ანტიკომენტარიზაცია გამოვიდა. ამათ თუ ვინმე კითხულობდა, სწორედ საინტერესო და ზოგჯერ სტატიაზე უფრო კომპეტენტური კომენტარერების გამო.
უკომენტაროდ მკვდარია ასეთი პორტალი.
5 წლის უკან
DDDzia ლაზი
სრულად გეთანხმები.
ამ საიტზე შემოსვლა აღარ ღირს და ძირითადად მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია კომპეტენტური აზრის მოძიება.
ეს საიტი დაემსგავსა სხვა არაფრისმთქმელ საიტებს, რომლებიც ათობითაა ინტერნეტ-სივრცეში.
მე ვფიქრობ, რომ ეს სპეცილურად იქნა გაკეთებული, რამეთუ აქ კომენტარების ავტორები იმდენად კომპეტენტურები იყვნენ, რომ მათი ფაქტებით დადასტურებული აზრი კარდინალურად განსხვავდებოდა როგორც საიტის ადმინისტრაციის აზრისგან, ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებული პოლიტიკური კურსისგან.

ჰოდა, ე.წ. "რუსული რბილი ძალის" წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობიდან გამომდინარე, საიტის ადმინისტრაციას შეაცვლევინეს საიტის ფორმატი და ამით ჩამოიცილეს "რბილი ძალის" "რუპორები".

არაა გამორიცხული, რომ საიტის ადმინისტრაციას ეს თავისი ნებით არ გაუკეთებია.
თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.
5 წლის უკან
Serapina ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ და მისმა დირექტორმა, ვერ გათვალეს თითქმის ვერცერთი გადამწყვეტი საკითხი...

ამ შემთხვევაში შეცდნენ!
ან ისედაც მიხვდნენ, რომ წაგებული აქვთ.
არადა, სწორედ აქ კომენტარების ავტორების უმეტესობას, არ გვინდიდა მათი წაგება.

აქაც, უფრო წინდახედული აღმოჩნდა სააკაშვილი.
დაგვინიშნა ისეთი, თავს რომ ჩვენიანად ასაღებდა.
მცოდნეს და გამოცდილს(ჩემ თავს არ ვათვლი აქ), არც მაშინ გამოჰპარვია...

კარგი ბატონო, არ დავწერ არაფერს და ამით თუ ქვეყანა წინ წავა, არ მეწყინება...
ასე მგონია არც სხვას(ყველაზე მძიმე “ისტებსაც“).
...
უბრალოდ, ქვეყნის უკუღმასვლით დაინტერესებულების წისქვილზე, წყალს რომ ასხამს, ამდენს კი უნდა ხვდებოდეს ჩვენი ხელისუფლება.
თუმცა, ამათ დიდი ხანია ისე სჭირთ, თავისი რომ არ იციან და არც, სხვისი ესმით!
5 წლის უკან