აშშ-ში ახალგაზრდა კაცი მკვლელობის მცდელობის განზრახვით მას შემდეგ დააკავეს, რაც ხუთი წლის ბავშვმა აივნიდან გადავარდნის შემდეგ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
ინციდენტი მინესოტას შტატში მოხდა. ირკვევა, რომ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის აივნიდან 24 წლის ემანუელ დეშან არანდამ ბავშვს ხელი ჰკრა ან განგებ გადააგდო.
გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულს დაშავებული ბავშვის ოჯახი არ იცნობს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბავშვს ხელი განგებ ჰკრა, რის შემდეგაც აივნიდან გადავარდა.
პოლიციამ განმარტა, რომ ბიჭს გადაუდებელი დახმარება შემთხვევის აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბავშვის იდენტობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.