ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

21-ე მოწვევის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 36 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მის მთავარ კონკურენტს - ბლოკ „კახოლ-ლავანს“ 35 მანდატი ერგო.

ულტრარელიგიურმა ძალებმა „შასმა“ და „იჰაადუთ ჰა-თორამ“, შესაბამისად, 8 და 7 მანდატი, არაბულმა პარტიამ „ჰადაშ-თაალმა“ და მემარცხენე პარტიამ „ავოდამ“ 6-6 მანდატი, პარტიამ „ჩვენი სახლი ისრაელი“ და „მემარჯვენე პარტიების გაერთიანებამ“ - 5-5 მანდატი, მემარცხენე პარტია „მერეცმა“, ცენტრისტულმა „კულანუმ“  და არაბულმა „რაჰამ ბალადმა“ 4-4 მანდატი მიიღეს.

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 9 აპრილს ჩატარდა.