სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან დღეს 9 წელი გავიდა . პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ლაინერი სმოლენსკთან, 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის 94 წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ ვერსიად რუსი დისპეჩერების დაუდევრობა დასახელდა. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეიყვანეს. მეორე ვერსიით თანახმად, სავარაუდოდ, ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა.
ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო.
2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
2018 წლის იანვარში, სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე მომუშავე კომისიის სხდომაზე, საავიაციო ინციდენტების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის, ფრენკ ტეილორის ანგარიში წარადგინეს. ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ტრაგედიის პირველად ვერსიას. მისი შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.