აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს.
ნილსენი გადადგა ტრამპის მზარდი უკმაყოფილების, სხვა უწყებების მხარდაჭერის არარსებობისა და პრეზიდენტის თანშემწეების მის უწყებაში ჩარევის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობას ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, კევინ მაკალენანი შეასრულებს.