რიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო პოსტიდან გადააყენეს

რიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო პოსტიდან გადააყენეს

ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილს უშაკოვსი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ოფიციალური გადაწყვეტილება ლატვიის რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მინისტრმა იურის პუცემ რიგის მერი თანამდებობიდან მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში სავარაუდო კორუფციის გამო დაითხოვა. ნილს უშაკოვსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესყიდვებზე არასათანადო ზედამხედველობაში ადანაშაულებენ. უშაკოვსი აპირებს მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ლატვიაში რიგის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში კორუფციის საქმეზე გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს.