საქართველოს მოქალაქეს ირანში ექსტრადირება და 74-ჯერ გაროზგვა ემუქრება. 1952 წელს დაბადებულ გ.ს-სთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განცხადება გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთის მხარეს მოუწოდებს, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცენ, რადგან მას იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობით, გ.ს 2016 წელს ინტერპოლის წითელი ცირკულარის ფარგლებში ბულგარეთში, სოფიის აეროპორტში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან თეირანში მდებარე ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან 50 000 ევრო მოიპარა.