„სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იწირავს“

„სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იწირავს“

2019 წლის პირველ სამ თვეში მხოლო მშენებლობაზე 11 ადამიანი დაიღუპა. ეს სავალალო და აღმაშფოთებელი სტატისტიკაა, რადგან დასტურდება, რომ სამუშაო ადგილებზე არანაირი პირობა დაცული არ არის. დამსაქმებლების დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ბოლო პერიოდში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვალებულთა გაზრდილ მაჩვენებელს რთულ რეალობას უწოდებს. მისი აზრით, სახელმწიფომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მხოლოდ სტატისტიკა არ უნდა აწარმოოს.

„სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს ძალიან ბევრს ადამიანს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი სტრატეგია - ყველა პროტესტის მიჩქმალვა, კავშირების დაბრალება ოპოზიციასთან, ხანდახან პროტესტის საერთოდ უგულებელყოფა. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობა არაეფექტურია და ვერ იცავს ადამიანის შრომით უსაფრთხოებას, კარგად ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას, ისინი ვერ აღიქვამენ ამ პრობლემებს სერიოზულად.

საბოლოო ჯამში, მათ ეს ამბავი ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტრატეგიით „ქართული ოცნება“ დიდხანს გაძლებს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება. ვაკის მშენებლობაზე ელემენტარული უსაფრთოხების ნორმები რომ ყოფილიყო დაცული, ასეთი მძიმე რეალობის წინაშე არ დავდებოდით“, - განაცხადა „კომერსატთან“ მენაბდემ.

„სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე“ სოფო ჯაფარიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ რეფორმა, რომელიც შრომის ინსპექციას შეეხო, ფასადურია. ძალიან ხშირად მუშები უსაფრთხოებაზე უარს ამბობენ, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის.

„ამ ადამიანებმა რომ დაიწყონ თავიანთი უფლებების დაცვა და მოთხოვნები წამოაყენონ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. თავიდან ბოლომდე შიშის ფაქტორზე გადის მათი ამბავი, ხმას ვერ იღებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უფროსები ამოიჩემებენ და სამუშაოდან გაათავისუფლებენ.

ვაკეში გარდაცვლილი ადამიანი ორი კვირა ყოველდღე მუშაობდა, მისი შვილიც მასთან ერთად მუშაობდა. არ არსებობდა გეგმა, არ იყო საქმე გადანაწილებული, ზედმეტად თხრიდნენ ამ მიწას, რამაც მისი ჩავარდნა გამოიწვია. იმ ადამიანების ხელფასი დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე, ანუ რამდენსაც გათხრიდნენ, იმდენ ფულს მიიღებდნენ. ყველაფერი თავის რიგზე რომ ყოფილიყო, ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვერდით იქნებოდნენ და კიდევ ორი მათგანი არ დაიღუპებოდა სამუშაო ადგილზე“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

სახალხო დამცველი პრობლემებს ეთანხმება, მაგრამ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

იმას, რომ ცვლილებებს დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა. ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.

trampi დღეს მშენებლობაში(..ზე) მშენებელის გარდა ყველა მუშაობს...ექიმი ბიოლოგი...მასწავლებელი...ბუღალტერი
დილეტანტების პარადია.... თან პატრონიც არსად არა სჩანს
მაგათი აშენებული არ გაიშვას არსად
უფლება დამცველმა, შარშან უბედური შემთხვევების შედეგად 47 კაცი დაიღუპაო ..........
რა ენაღვლებათ რა............ბიძა მოგიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო.....
სამშენებლო საქმის არანაირ გაგებაში არ არიან ..ბეტონიდან დაწყებული და არმატურით დამთავრებული------რომელ ერთი საქმე უნდა ჩამოთვალოs კაცმა ??
თანაც ყველა ბიზნესმენია....
ბეტონის ხარისხის შემმოწმებლად მიქსერებს ესე 50 წლის კაცი დასდევდა.. ადრე სად მუშაობდი მეთქი და ..... ტრიკოტაჟის ფაბრიკაშიო
და იმან უნდა ამოწმოს ბეტონის ხარისხიიი??
აზრი არაა აქვს ლაპარაკს ----როცა უკვე ,,მანქანა დაქოქილია,,(ე.წ.,,ბიზნესი,,) იქ უკვე უძლურია უბრალო მოკვდავი...
ადამიანის უფლებები.........და ეგეთი რაღაცეები.......
კარგად იციან სიტყვების ბრახაბრუხი........მგლების და კატების უფლებებზე იგიჟებენ თავებს და ადამიანი სუ ქინძზეც ჰკიდიათ...
სიცოცხლის უფლებასაც კი ართმევენ ადამიანს, რომელი უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი?/
დემოკრატია....... დემოკრატია ეს იმათთვისააა, იმათთვის, თორემ სინამდვილეში ეს მონათმფლობელობაააა
იმიტომაც ცვივიან სამშენებლო ობიექტებიდან ეს ხალხი პანტი-პუნტით.......... 47 კაცი....... ხუმრობაააა?
ადრე სამედიცინოს სტუდენტები მორგში დაჰყავდათ პრაქტიკებზე ....ეხლა პირდაპირ ცოცხალ ადამიანზე ატარებენ ექსპერიმენტებს
და ასეა ყველგან და ყველაფერში
და კადრები არა გვყაავსო........ კადრები იმდენია რამდენიც გინდათ ----- უბრალოდ ეტყობა სანათესაოში არა ჰყავთ, თორე საჭირო კადრები ჩვენ ქვეყანას ნაღდად ეყოფიან...
ვინ ეძეებს როო მათ???... ან ვის უნდა ისინი???
5 წლის უკან
ანდრია ბიზნესის და, ზოგადად, ეკონომიკის, წინსვლა კარგია, მაგრამ არა ადამიანების სიცოცხლის ფასად. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ბიზნესისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, უარს ამბობს ყოველგვარ რეგულირებაზე.
5 წლის უკან
ლაზი ესენი მშნებლები კი არა დეველოპერები არიან. "ბედაურნი დაიხოცნენ ჯორებს დარჩათ მოედანი" -ო, ისეა საქმე.
მერე კიდევ რა უსართხოებაზეა საუბარი?! ყველა ე.წ. სამშენებლო კომპანია მოსწრებაზეა, რადგან მათი დაფინანსება პირამიდის პრინციპზეა აგებული. ამიტომ ითხოვენ დეველოპერები თავგანწირვით საბანკო რეგულაციების გაუქმებას, თუ ახალი დამფინანსებლები სესხებს ვერ იაღებენ მშენებლობები შეწყდება და ყველა ფულგადახდილის ბინები ჰაერად დარჩება. ეს მიმდინარე მშნებლობები ახალი მსესხებლების ხარჯზე უნდა გაგრძელდეს. მათი კიდევ იმათი შემდეგისა და თუ სესხები შეწყდა პირამიდაც დაიგრევა.
ისე, საბანკო რეგულაციების გაუქმება, პირველ რიგში უკვე სესხაღებულთა ინტერესებშია და არა მომავალი მსესხებლებისა, რადგან მათ ჯერ სესხი არ აუღიათ და არც არაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.
5 წლის უკან
trampi ლაზი

რასაც ამბობ აი ზუსტად ეგააა კომუნისტების დროინდელი პრიპისკა.....მაგრამ იმათ ხარისხთან(მედეგობის თვალსაზრისით) დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა. ერთად ერთი იმედი ისააა რომ ......ესენი თავდაზღვევის მიზნით ანგარიშში, მეტ არმატურას დებენ კონსტუქციაში, მაგრამ ბეტონიიი...... ნურას უკაცრავად...........მარტო ცემენტის რაოდენობა არ წყვეტს ბეტონში ყველაფერს----...შეიძლება ცემენტი ნორმით ჩაყარონ, მაგრამ მაინც არ იყოს ბეტონი საჭირო სიმტკიცის...
.ვინც იცის ეს საქმე, მიხვდება რასაც ვამბობ ... .
5 წლის უკან