„ირაკლი ოქრუაშვილის არც ერთი სიტყვა არ არის სანდო, თავისი ბუნებით ის გადამგდები ტიპია“

„ირაკლი ოქრუაშვილის არც ერთი სიტყვა არ არის სანდო, თავისი ბუნებით ის გადამგდები ტიპია“

ირაკლი ოქრუაშვილს მონატრებია ქართული პოლიტიკა. მართალია, ირწმუნება, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ, მისი აზრით, სიჩუმე ახლა დანაშაულის ტოლფასია და მაისის თვეში კიდევ მეტ გააქტიურებას გეგმავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კონსულტაციებს გადის იმ ადამიანებთან, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორად შემოტრიალება შეუძლიათ.

ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, ვისთან გადის კონსულტაციებს, მაგრამ ამბობს, რომ 2012-2015 წლებში მას შეეძლო მარტივად ეთქვა, არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მაგრამ დღეს უკვე სხვაგვარად ფიქრობს.

სანამ პოლიტიკურ გააქტიურებას გადაწყვეტდა, ირაკლი ოქრუაშვილი ხშირად ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან უმადურობა იწვნია. ოქრუაშვილი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ სააკაშვილის დამარცხებასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რასაც ცხოვრების საუკეთესო წლები შესწირა: „2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი? უკეთეს შემთხვევაში, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალაცავში იპოვიდნენ მეთევზეები“.

ოქრუაშვილს მიაჩნდა, რომ „ოცნებისთვის“ სამადლობელი არაფერი ჰქონდა, პირიქით, იქით უნდა გადაეხადათ მადლობა.

მისთვის არ გადაუხდიათ მადლობა, სამაგიეროდ, ირაკლი ოქრუაშვილის ფასს დღეს კარგად ჩასწვდა მისი ყოფილი მეტოქე-მიხეილ სააკაშვილი. როცა 2018 წელს ოქრუაშვილმა პოლიტიკური სიმპათიები გრიგოლ ვაშაძეს დაუფიქსირა და „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა, სააკაშვილმაც არ დააყოვნა და ასე გამოეხმაურა ამ შეხვედრას: „ოქრუაშვილი ჩემი ახლო მეგობარი ვერასდროს გახდება, მაგრამ საერთო საქმეში ერთად უნდა დავდგეთ“.

მანამდე კი ოქრუაშვილმა სააკაშვილთან ურთიერთობის მათრახიც იწვნია და თაფლაკვერიც. 2004-06 წლებში იგი შს მინისტრიც იყო და თავდაცვის მინისტრიც, შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრობა ჩააბარეს, რაც ერთ კვირაში დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. 2007 წელს ოქრუაშვილი ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას პატარკაციშვილის მოცილება დაავალა იმ გზით, რა გზითაც მოხდა რაფიკ ჰარირის მოშორება. ლიბანის ყოფილი პრემიერი ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს.

„ჩემთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ხაფანგი ჩემს წინააღმდეგ, რადგან პატარკაციშვილის შემდეგ მეც მომიშორებდნენ“, - ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილი. 2007 წელს სააკაშვილმა ოქრუაშვილი დააკავა. დაკავების მოტივი ნაცნობი იყო - თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვა. ოქრუაშვილმა იმ პერიოდში საქართველო უცნაურად დატოვა და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. საქართველოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაბრუნდა.

თავის დროზე რა იყო ირაკლი ოქრუაშვილის წონა ქართული პოლიტიკისთვის და რას შემატებს იგი დღეს ჩვენს პოლიტიკას?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არასერიოზულია, იგი სრულიად კომიკური ფიგურა გახდა, ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ რეჟიმისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის სახელითაა ცნობილი. სწორედ ოქრუაშვილმა შექმნა ის რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც მერე თვითონვე გამოვიდა იმის გამო, რომ იმ რეჟიმმა მისი ადგილი ვერ მონახა, იგი გადააყენეს, ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, მაშინ როდესაც ძალოვანების მაკონტროლებელი იყო. იგი დააქვეითეს და დაპირისპირების მთელი ავან-ჩავანიც ეს იყო.

„ოქრუაშვილის თვალით შევხედოთ ქართულ რეალობას, მას არ აქვს არანაირი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, არავითარი შანსი, რომ „ქართული ოცნების“ ფარგლებში რაიმე თანამდებობა მიიღოს, ან რაიმე პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს. „ოცნებამ“ იგი არ მიიღო. არადა, ოქრუაშვილს ჰქონდა ამის რამდენიმე მცდელობა თავის დროზე, „ოცნებამ“ ის უარყო. ახლა სხვა გზას ის ვერ ხედავს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ორი დიდი მოთამაშეა - „ნაცები“ და „ქოცები“, ან იქით უნდა იყოს, ან აქეთ. ოქრუაშვილს იმის ჭკუა ყოფნის, ცალკე პარტია რომ გააკეთოს, ამისგან არაფერი გამოუვა დღევანდელ ვითარებაში, ამიტომ მისი არჩევანია, რაღაცას მიაღწიოს და ისევ დაბრუნდეს ძალაუფლებაში. არ დაიჯეროთ ის ფაქტი, რომ თურმე ხურვალეთთან ჰექტრობით მიწას ყიდულობს, რომ ადგილობრივებს იმედი ჩაუსახოს. მისი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო, თავისი ბუნებით ის გადამგდები ტიპია. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ოქრუაშვილი, მისგან რას ელოდებიან, ეტყობა, რაღაც რესურსი აქვს. უწინარესად თვითონვე თქვა, რომ ეს იქნება „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული რომელიმე ძალა. სავარაუდოდ, ეს ძალა იქნება „ნაცმოძრაობა“. „პატრიოტთა ალიანსს“ ეგ კაცი არ აინტერესებს, სხვა ოპოზიცია კი არ არსებობს. გაერთიანებულ ოპოზიციას რომ ეძახიან თავის თავს, სინამდვილეში, „ნაცები“ არიან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამძფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მოიძულა ამ მთავრობამ, არ მიიკარა ახლოს, ამიტომაც მიდის იგი პოლიტიკაში.

„თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს ოქრუაშვილი, თვითმფრინავში ტაშ-ფანდურით დახვდნენ, რათა მიშას წინააღმდეგ ჩვენებები მიეცა და ეთქვა, ჟვანია მიშას მოკლულიაო. არ მოხდა ასე და ოქრუაშვილიც მოიძულეს. მოიძულეს და ისიც პასუხობს“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

კ ა ხ ე ლ ი კი-ტრი! ე.ი. დიახ- სამი, ბატონო ოთხას ოცო. მაშასადამე, გასამდეს უნდა კიდეც კიტროვანება - შევარდანაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ისე, ბატონ ოთხას ოცს იმ კინოში, ბანანი უფრო უყვარდა, ვიდრე კიტრი. შეიძლება კიტრიც უყვარდა, მაგრამ რა ექნა? გაჭირებულს მარტო ბანანი ჰქონდა და იმასა ჭამდა. ვიღაცას ურჩევნია კიტრზე იჯდეს და იმასა სჭამდეს, ზოგსაც პირიქით - ოღონდ იმაზე იჯდეს და გინდა კიტრს, გინდაც ბანანს მიირთმევდეს - სულ ერთია. არადა, გემო-ვნების ამბავია. ნიშანდობლივია, რომ ბატონ 420-ს რომ ჰქონდა ბანანი, ისიც კი კიტრს, ოღონდ უფრო გაღუნულსა, ჰგავდა ფორმით, მაგრამ ბანანი მკვახეა კიტრისფერი და როცა დამწიფდება, მერე ხდება ყვითელი! ხოლო კიტრი პირიქით: გადაბერებული და დასალპობად განწირული თუა, მხოლოდ მაშინ ედება ბანანის ფერი. მწვანე და ბუსუსიანი ყოველთვის არაა კიტრი, მოვა დრო და დალპობამდე ფერს იცვლის, თუ არა ჭამენ, გაყვითლდება. მოკლედ - "გინდ ბანანი, გინდა კიტრი, რაზეც ზიხარ, იმას ითხრი"-ო, ნათქვამია ინდოეთში. ტარიელი იყო ინდოელი, ავთანდილი - არაბი. არაბს კაცზე "სიბერემდე სიქაჩლეო", ხოლო კიტრზე კი ,"დალპობამდე სიყვითლეო!", უთქვამს... :)
5 წლის უკან