„ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ტოვებს შთაბეჭილებას, რომ მომავალში იგი პრემიერად დაბრუნდება“

„ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ტოვებს შთაბეჭილებას, რომ მომავალში იგი პრემიერად დაბრუნდება“

„თანამდებობები არის დროებითი, მარადიულია უფალი და სამშობლო“, - ამ სიტყვებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს დატოვა პრემიერის პოსტი და ბიძინა ივანიშვილის მადლიერი სიტყვებიც დაიმსახურა, რომ ირაკლი გამარჯვებული წავიდა და არა დამარცხებული, იგი ახალგაზრდა კაცია, უყვარს თავისი სამშობლო და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნდება.

„ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონია რთული პერიოდი და ბევრჯერ იყო მოლოდინი იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, მაგრამ ღარიბაშვილი არ ჩანდა. დღეს კი გაჩნდა განცდა, რომ უკიდურესი გასაჭირის ჟამს ბიძინა ივანიშვილმა კვლავაც ღარიბაშვილს მოუხმო, რადგან ივანიშვილი ვერ ენდობა სხვებს და ენდობა მხოლოდ ღარიბაშვილს...

რისი გაკეთება შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. ოპოზიციის თვალში ღარიბაშვილის დაბრუნება ადასტურებს, რამდენად ღრმა მორალურ და საკადრო კრიზისშიაქართული ოცნება“. თქვენთვის რას ადასტურებს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პოლიტიკაში?

- „მორალური კრიზისი“ ძალიან ხმამაღალი განცხადებაა. მორალურ კრიზისზე როცა „ნაცმოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ საუბრობს, ცოტა სასაცილოა. როცა ასეთი წარსული გაქვს, ხმა არ უნდა ამოიღო, მაგრამ, რასაკვირველია, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც არ არის რესურსებით განებივრებული და მას დასჭირდა ძველი კადრის უკან გამოხმობა. როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიაში, ესეც არ იყო კარგი ცხოვრებით გამოწვეული, ასევეა ღარიბაშვილის დაბრუნებაც. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე გარდატეხას შეიტანს და ვითარება რადიკალურად შეიცვლება, ძალიან გამიჭირდება ამის თქმა.

„ქართულ ოცნებაში“ პროცესი ღრმად წასულია და პოლიტიკური წყალგამყოფიც უკვე აშკარაა, ეს შემდგარი ფაქტია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მყარ უმრავლესობას პარლამენტში არ დაკარგავს, მაგრამ ბევრი დეპუტატი დატოვებს გუნდს. რადიკალურ სხვაობას არ ველოდები ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში.

ირაკლი ღარიბაშვილი როცა მოვიდა პოლიტიკაში და პრემიერი გახდა, მაშინქართული ოცნებააღმავლობის ხანაში იყო, ახლა კიოცნებისთვისდაღმავლობის ხანაა. ღარიბაშვილი უკან მოაბრუნებს დროს?

- ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ აღიქმებოდა ივანიშვილის მარჯვენა ხელად. ის იყო ივანიშვილის ნაცვალი, თავის დროზე მეფის ნაცვალი რომ იყო, დაახლოებით ასეთი სტატუსი ჰქონდა მას, იგი უშუალოდ გამოხატავდა ბიძინა ივანიშვილის იდეებს, შეხედულებებს, პოლიტიკურ კურსს. ახლაც დაახლოებით იგივე ვითარებაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი მარტო ვეღარ უმკლავდება იმ ვითარებას, რაც პარტიაშია შექმნილი და გამოცდილი კადრები, მრავალგზის გადამოწმებული, თავიდან ბოლომდე ერთგული კადრები სჭირდება. სწორედ ამ კადრებს ეყრდნობა ივანიშვილი. ჩათვალეთ, „ქართული ოცნების“ ისტორიაში ღარიბაშვილი აღიქმებოდა ივანიშვილთან ყველაზე მეტად დაახლოებულ ფიგურად.

თვით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში მაინცდამაინც ვერაფერი უშველაოცნებას“, რომელიც ნახევრად დაშლის პირასაა. თუ ბიძინამაც ვერ უშველა, ღარიბაშვილი როგორ შეცვლის პოლიტიკას?

- ასე დრამატულად ნუ შევხედავთ მოვლენებს. მე არ ვთვლი, რომ „ოცნება“ დაშლის პირასაა, „ოცნება“ გადის ძალიან რთულ გზას, რომ კლიენტელადან გადაიქცეს ევროპული ტიპის პარტიად. ეს ამოცანა დგას, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს ასე გამოიყურება. რამდენად გაივლის „ოცნება“ ამ გზას, ეს სხვა საკითხია, „ოცნებას“ ძალიან უჭირს, რადგან თვითონ ამ პარტიის შიგნით ურთიერთობები უფრო პიროვნულია, ვიდრე ინსტიტუციური და ძალიან ლოგიკურია, ვივარაუდოთ, ან წარმატებით გაივლის „ოცნება“ ამ გზას, ან წარუმატებლად. 2020 წლის არჩევნებში ბევრი რამ გაირკვევა, პირველ რიგში, გაირკვევა ის, რომ ერთპარტიული მმართველობა უკვე აღარ გვექნება. წინასწარ ძნელია იმის პროგნოზი, 2020-ში რა მოხდება, მაგრამ ფაქტია და ახლა უკვე ჩანს, რომ, მნიშვნელოვანწილად, „ოცნება“ დაკარგავს, დათმობს ძალაუფლებას და ეს ძალაუფლება ოპოზიციაზე გადანაწილდება. ვინ, როგორ, რა პროპორციით, ამას ამორჩეველი გადაწყვეტს.

თუკიოცნებადათმობს ძალაუფლებას, შესაძლოა, „ნაციონალებიცდაწინაურდნენ?

- ვერ ვხედავ ასეთ სცენარს. უფრო იმას მოველი, რომ „ოცნება“ იქნება უმრავლესობის ზღვარზე, ან შეინარჩუნებს უმრავლესობას მთავრობის ფორმირებისთვის, ან რომელიმე სხვა ძალასთან ერთად, უწინარესად „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად კოალიციაში მთავრობას მაინც შექმნის. არა მგონია, „ნაცებმა“ დაიბრუნონ ძალაუფლება.

 „პატრიოტთა ალიანსიითხოვს რადიკალიზაციას, ბოკერიას და სხვათა დაჭერას, „ოცნებაკი უკვე ნეიტრალურია? ამდენად, „ოცნებისთვისპრობლემა არ იქნებაპატრიოტთა ალიანსთანერთად კოალიციაში ყოფნა?

- რასაკვირველია, ესეც პრობლემა იქნება. „ოცნება“ ორცეცხლშუაა, ერთი მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ რადიკალიზაცია, მეორე მხრივ, „ნაციონალების“ რევანშის საფრთხე. მთავარი ამოცანა „ოცნებისთვის“ ის არის, რომ ივანიშვილის კლიენტელიდან გამოვიდეს. ეს არის ივანიშვილის გარშემო პიროვნული ურთიერთობებით შეკრული გუნდი, რაიმე ინსტიტუციური წესრიგი არ კრავს ამ გუნდს, ბესელიასთან კონფლიქტმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. მთავარი ამოცანაა, ეს პოლიტიკური გაერთიანება გაიზარდოს და პარტიად ჩამოყალიბდეს.

ხუმრობით რომ ითქვას, „ოცნებისწასვლანაციონალებისწასვლასთანაც ასოცირდება, რადგან ისინი ისე არიან გადაბმულნი და ისე იყენებენ ერთმანეთის ფაქტორს, რომ ამით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

- რა არის, იცით? ცარიელი ადგილი არ არსებობს. „ოცნება“ თუ წავა, მის ადგილს სხვა ვინმე დაიკავებს. თუკი „ოცნება“ წავა ან დაიშლება, არ ჩანს სხვა რაიმე პოლიტიკური ძალა, გარდა „ნაციონალებისა“, რომელიც ამ სივრცეს შეავსებს, მაგრამ „ოცნება“ არსადაც არ წავა.

ისევ ირაკლი ღარიბაშვილს რომ დავუბრუნდეთ, მის ერთ-ერთ ნაკლად სიხისტეს ასახელებენ.

- იმ პერიოდში კონიუნქტურა მის სიხისტეს ითხოვდა. მე უფრო პირიქით ვიტყოდი, ირაკლი ნაკლებად ხისტი იყო. მართალია, ღარიბაშვილი სიტყვით ხისტი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესში მოხერხდა ის, რომ რეაბილიტირებულ იქნა „ნაციონალური მოძრაობა“. არადა, მაშინ არსებობდა შანსი, „ნაცმოძრაობა“ საერთოდ გამქარალიყო პოლიტიკური რადარებიდან და მაშინ უფრო გაჯანსაღდებოდა პროცესი, „ნაციონალების“ ადგილს ვინმე დაიკავებდა. ეს არ მოხდა ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც საგარეო, საშინაო მიზეზებიდან გამომდინარე. ღარიბაშვილი უფრო ხისტი იყო, მაგრამ არც კვირიკაშვილი იყო რბილი, გახსოვთ, ალბათ, „კეთილების“ გინება ნიკა მელიას მისამართით.

ბიძინა ივანიშვილს არ უმართლებდა ღარიბაშვილის შემდგომ პრემიერებში, განსაკუთრებით, გიორგი კვირიკაშვილში. საინტერესოა, ივანიშვილი ყოველმხრივ ერთგულ და მადლიერ ირაკლი ღარიბაშვილს რატომ შეელია?

- ესეც რთული საკითხია, მაგალითად, ჩემთვის დღემდე გაუგებარია ღარიბაშვილი რატომ წავიდა პოლიტიკიდან, კარგად ვერც მაშინ ვერ გავიგე და ახლაც ვერ გავიგე. მე ზუსტად ვიცი, რომ ღარიბაშვილი იყო ბიძინას სახე, ის არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა ბიძინას გარეშე. კვირიკაშვილს უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდა, ვიდრე ღარიბაშვილს, შეიძლება, ღარიბაშვილის წასვლის მიზეზი ესეც იყო.

ანუ ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა ღარიბაშვილს, რაც ვერ ხერხდებოდა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მიბმული იყო ივანიშვილთან?

- რასაკვირველია, ბიძინას სურდა, მისგან რაც შეიძლება დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკა და, რადგან ღარიბაშვილი მასთან უშუალოდ იყო დაკავშირებული, ამიტომაც გაუშვა, მაგრამ ეს არ გამოვიდა და, რადგან დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში, დააბრუნა ღარიბაშვილიც. ეს ტოვებს შთაბეჭილებას, რომ ღარიბაშვილი მომავალში პრემიერად დაბრუნდება.

კულუარულად, გახარიაზე იყო საუბარი პრემიერის ამპლუაში.

- გახარია ახლა ისეთ დღეშია, ხაზარაძის საქმიდან გამომდინარე ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ბიძინას შემდეგ გახარია გახდა მთავარი სამიზნე.

 

სოციალისტი მეგობრებო, რა ამბავია, რა ხდება, რას მიედ მოედბით?! რის პოლიტიკაა თუ ძმა ხართ, სადაა პოლიტიკა, ან რომ იქიდან წახვიდე და მერე კიდევ უკან დაბრუნდე??! აქ არის მარტო ბალამუტი, ინტრიგნობა, ერთმანეთისათვის კვანტის დადება.... გაარკვიეთ რას გვთხოვს ეს აშშ და თუ გინდა ევროპა, რა უნდათ, რა მისი ცოდვა უნდათ?! მერე ჩვენც გვითხარით და ჩავბარდებით ვისაც გვეტყვით იმას!
5 წლის უკან
სოციალისტი როგორც ვხედავ 1 ნამდვილი პოლიტიკოსი გვყავს, ქალბატონი პრეზიდენტი! დანარჩენებმა სამეურნეო საქმეს მიხედეთ, სამეურნეოს! რის ანაკლიის პორტი რას ბოდვთ ფოთის და ბათუმის პორტტები არ არის საკმარისი?! ყველა რაიონში თითო-ორორი სოფლის მეურნეობის პროდუქტის შემქმნელი, გადამამუშავებელი და ერთიც შესანახი კომბინატი, სახელმწიფო საწარმო, აუცილებლად შექმენით! ხალხი დაასაქმეთ მეგობრებო, ხელფასი რომ აიღონ და შრომით ირჩინონ თავი და არა მამაძაღლობით! ეროვნულ იდეად გამოვაცხადოთ საკუთარი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაკმაყოფილება. მოცვით და მუხუდოთ კი არა, აუცილებელი პროდუქტით! ევროკავშირის წევრ ბერძნებს არ ანებებს ზეთისხილის გაყიდვას ევროკავშირი, ეს იტალიის პრეროგატივააო! არ გაგიგონიათ ასეთი რამე! ჩვენ ვინ ვართ, ვის დავკარგივართ! იმ მოცვს ხომ ნაღდად გადაგვასკინტავენ თავზე! ჩვენ ჩვენ თავს, ჩვენ სტომაქს მივხედოთ მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას!
5 წლის უკან