ევროპარლამენტარი: ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს

ევროპარლამენტარი: ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს

ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა ევროპარლამენტარს ჰკითხა, რას ფიქრობს განცხადებებზე, რომელიც ასობით ათასი ხმის გაყალბებაზე ისმის მაშინ, როდესაც თავად აკვირდებოდა არჩევნებს.

„რამდენიმე უბანზე ვიმყოფებოდი. ვესაუბრებოდი ქართველ ამომრჩევლებს, ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ასევე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. ყველა, გამონაკლისის გარდა, მეუბნებოდნენ, რომ ისინი ენდობოდნენ არჩევნების კეთილსინდისიერებას და ყველამ მითრა, რომ ნდობა გააჩნდათ ელექტრონული არჩევნების მიმართ და არავითარი დიდი მასშტაბის პრობლემებს არ ელოდებოდნენ საარჩევნო პროცესში. ეს გახლავთ ის, რაც დავინახე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. გასაოცარი და საინტერესო იყო ჩემთვის როგორი დაძაბულობა და წნეხი განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ, ამის გამო. მესმის, რომ არჩევნებზე სიტუაცია დაძაბულია, ყველას სურს საკუთარი უკეთესი შედეგები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია გახლავთ ის, რომ მივიღოთ საბოლოო შედეგი. რეალურად უნდა დაამტკიცო მასიური გაყალბება, რადგან განსხვავება [ხმებში] ისეთი დიდი იყო, მას რეალური, მყარი დადასტურება სჭირდება. ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს. არჩევნების დღეს მოვისმინე, რომ ჩაყარეს ბიულეტენები ერთ უბანზე, იყო ჩხუბები საარჩევნო უბნებს გარეთ, თუმცა განსხვავება ასეთი სიდიდით წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.