მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): აგვისტოდან გაქცეულები

მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): აგვისტოდან გაქცეულები

„კოკოითი, ფანდარასტ!“ («Кокойты, фæндараст!») ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007-2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდანითარგმნებაროგორც ”მშვიდობით”, ”გზადამილოცნია”, ”წადიმშვიდობით”). ასევემოძრაობისერთ-ერთიმიზანიიყო საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისაღდგენა“, - ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში. ვინ ჩაწერა და ვისი დავალებით - ეს ახსნას არ საჭიროებს, ისედაც გასაგებია.

„მუსიკალური ნაწარმოებიც“ კი შეიქმნა და კლიპიც გადაიღეს ამავე სახელწოდებით, შექმნეს ტელეკომპანია „ალანია“, მსუყედ ფინანსდებოდა დროებითი ადმინისტრაცია და, რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს რეზერვი და რეზერვისტები, წყალში თუ ვიღაცის ჯიბეში გადაყრილი მილიონები, ათეულობით მილიონი და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაეკარგა „ქვების გროვა, ხოლო საქართველოს - ძირძველი ტერიტორიების 20 პროცენტი, სამაჩაბლოელებს და კოდორელებს - სახლ-კარი, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები... სააკაშვილს, კოდუებს, ახალაიებს და გაბაშვილებს უნდა შეენარჩუნებინა და განემტკიცებინათ ძალაუფლება და შემდეგ დევნილებისთვის უნდა დაემადლებინათ, ნახეთ, რა ლამაზი სახლები აგიშენეთო.

თავად აგვისტოს ხუთდღიან ომზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა. ყველამ იცის, რომ სამხედრო ოპერაციებს გეგმავდნენ და წარმართავდნენ გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვები. გავა დრო და ისინი გიორგი ანწუხელიძეს და შინდისის გმირებს ამოეფარებიან, ხოლო გენერალი გოგავა ომში დამარცხების მიზეზების ჩამოთვლისას იტყვის: „ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ჯარისკაცებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა არ ავუკრძალეთ“.

აი, რას წერს გენერალი გიორგი ყარყარაშვილი: „ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე. უპასუხისმგებლოდ უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობი სგრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ სიფიცხე და გახევება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა. ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანმიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.

7 აგვისტოს, საღამოს 19 საათზე კონფლიქტის ზონაში თავად გავემგზავრე, ვიმყოფებოდი ნიქოზში, ერედვში, ერგნეთში, თამარაშენის შემოვლით გზასთან, სადაც სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მაინტერესებდა, რუსეთის 58-ე არმიის შესაძლო შემოჭრასა და კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია ჰქონდათ ერედვში მყოფ ოფიცრებს, ნიქოზის მოსახლეობას და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ინფორმაციით, პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო.

პრეზიდენტმა საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა: „მე ვუბრძანე საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალზე“. პრეზიდენტის ეს ბრძანება საბედისწერო აღმოჩნდა, ვინაიდან ცხინვალში კვლავ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი (თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა გაყვანილი იყო).

საწყისი წუთებიდანვე ჩანს, რომ სამხედრო ნაწილებს სავარაუდო მოწინააღმდეგედ ოსური შეიარაღებული ფორმირებები განესაზღვრათ და მათ ქმედებებს აღნიშნული სოფლების დაკავებისას არაფერი საერთო არ ჰქონდა აგრესიის მოგერიებასთან. ქართული მხარე ორჭოსანის და წინაგარას დაკავებაზე აკეთებდა განცხადებებს, მაშინ როცა აღნიშნული სოფლები იგოეთი-გორის ტრასის გზის პირიდან მე-12 კმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება დმენისს და ზნაურს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საერთოდ დაკავებული არ ყოფილა მაშინ, როცა ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა. განცვიფრებას იწვევს, რა ჰქონდა საერთო აგრესიის მოგერიებასთან იგოეთი-გორის ტრასასთან ახლომდებარე სოფლების დაკავებას და რატომ მიიჩნევდა ამას წარმატებად ქართული მხარე!

8 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 03:00 საათზე განთავსდა სეპარატისტთა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონები როკის გვირაბიდან გამოდიან და ჯავისკენ მოემართებიან. ე.ი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული ინფორმაცია გააჩნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი ნამდვილად ერეოდა სამხედრო კონფლიქტში და არამც და არამც არ დაუშვებდა საქართველოს პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ომის სავარაუდო ხასიათის გამოსაცნობად წესით გონება უნდა გახსნოდა და სამხედრო ნაწილებისთვის მომავალი სამოქმედო გეგმა დაესახა სწორედ აგრესიის შესაკავებლად, მაგრამ ჩანს, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ორჭოსანის, წინაგარას და ზნაურის რაიონის სოფლების დაკავებით გამოწვეულმა სიხარულმა გონება დაუხშო... ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავების ამოცანას“.

„ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავებისამოცანას“... რა თქმა უნდა, მაგრამ არც არავის უკვირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვლავ და კვლავ ვკითხულობთ სააკაშვილის ამ სიტყვებს: “2008 წლის ივლისის ბოლოს იტალიაში, ერთ-ერთ სანატორიუმში ვისვენებდი და ტელევიზიით მოვისმინე რუსეთის სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველო რუსეთთან ომის დაწყებას ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს აპირებდა. გადავურეკე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩემს მეგობარ გიგა ბოკერიას, რომელიც სარდინიაში ისვენებდა. ვკითხე “საქართველოში რამე ხდება?” არაფერიო, – მიპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრს შევეხმიანე, მანაც დამიდასტურა, ქვეყანაში არაფერი ხდებაო, თავდაცვის მინისტრმა კი მომახსენა: ყველა ოფიცერი შვებულებაში გავუშვითო. წარმოიდგინეთ: ვისვენებ იტალიაში, ბევრი მინისტრიც არ არის ქვეყანაში, ოფიცრების დიდი ნაწილი შვებულებაშია, ამ დროს შავი ზღვის ფლოტი ტოვებს ყირიმს, ჩრდილოეთ კავკასიაში პილოტების მობილიზაციას და ცხინვალის მოსახლეობის ევაკუციას აცხადებენ, ჩვენს საიტებს ბლოკავენ...”

 

მოკლედ, 8 აგვისტომდე ყველანი ისვენებდნენ - ირუჯებოდნენ სარდინიაში, თევზაობდნენ კარიბის ზღვაში, თამაშობდნენ მონტე-კარლოში და თვალყურს ადევნებდნენ, როგორ ახლოვდებოდა კატასტროფა. კატასტროფის დღეებში კი, ოფიციალური ინფორმაციით...

გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;

დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;

კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;

კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;

გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;

ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;

ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;

ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;

კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;

გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;

გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;

ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;

მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს, შუადღისას.

ამ დროს კი, სანამ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ერთმანეთს გაქცევას ასწრებდნენ, აგვისტოს თაკარა მზეზე უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები.

 

konfuci dito gelovani!ამ ამბებზე,რატომ არ დაიწყო ოცნებამ გამოძიება?
5 წლის უკან