კანადის დედაქალაქში დიდთვლობაა. ღამის განმავლობაში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. რაც ქალაქისთვის ერთი თვის ნორმაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ნალექისა და ყინვის გამო მოძრაობა შეფერხდა სავტომობილი გზებზე, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა.
ოტავას საერთაშოროსო აეროპორტში ათობით რეისი გადაიდო. ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებით კი სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მოსახლოებას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.