ტეხასში ხუთი ადამიანი მოკლეს

ტეხასში ხუთი ადამიანი მოკლეს

ტეხასის პოლიცია მასობრივი მკვლელობის ფაქტს იძიებს. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.

სამართალდამცველებმა პოლკის ოლქის ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში 5 ადამიანის, მათ შორის 1 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ყველა მათგანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მათგან 4 ერთი ოჯახის წევრები არიან.

პოლიციამ მკვლელობის შესახებ სატელეფონო ზარით შეიტყო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.