სტამბოლში, საცხოვრებელ რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

სტამბოლში, საცხოვრებელ რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

სტამბოლის გარეუბანში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა. სამხედრო თვითმფრინავი ჩეკმეკოის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.

სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროგის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სტამბოლის პროკურატურამ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბოლო სამ თვეში მსგავსი ავარიის ეს მეორე შემთხვევაა სტამბოლში. ნოემბრის თვეში სასწავლო ფრენის შესრულების დროს, სამხედრო თვითმფინავის ჩამოვარდნას ასევე 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა.