თეირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავი აღნიშნეს

თეირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავი აღნიშნეს

ირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს აღნიშნავენ. ისტორიული თარიღის აღსანიშნავად თეირანის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას Press Tv ავრცელებს.

საზეიმო მსვლელობებში მონაწილეობა სამხედრო მოსამსახურეებმა, რელიგიურმა მოღვაწეებმა და სტუდენტებმაც მიიღეს.

ისლამური რევოლუცია ირანში 1979 წლის 11 თებერვალს აიათოლა ჰომეინის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია სახალხო თეოკრატიულმა მმართველობამ შეცვალა.