აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სამუშაო გრაფიკის შესახებ კომენტარი გააკეთა.
თებერვლის დასაწყისში გამოცემა Axios-მა გამოაქვეყნა ტრამპის გრაფიკი, რომელშიც 60% განკუთვნილი იყო Executive Time-სთვის, რაც „დოკუმენტებთან მუშაობას“ ნიშნავს. ამის გამო, ამერიკის ლიდერი არასაკმარის შრომაში დაადანაშაულეს.
ტრამპმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ Executive Time-ის დროს, ის როგორც წესი მუშაობს და არ ისვენებს. „შეიძლება მე აშშ-ის ყველა პრეზიდენტზე მეტსაც ვმუშაობდე“, - განაცხადა ტრამპმა.