მადრიდში დემონსტრანტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

მადრიდში დემონსტრანტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

კატალონიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მადრიდში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების Popular Party-სა (სახალხო პარტია) და Ciudadanos-ის (მოქალაქეები) მოწოდებით, ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 45 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

ოპოზიციის მომხრეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, კატალონიასთან დიალოგის მიზნით სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის შესახებ. ისინი პრემიერის შეთავაზებას მოღალატურს უწოდებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.