გენუაში მომხმდარი ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ ჩანგრეული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო. განკარგულება იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტიმ გასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩამონგრეული ხიდის დემონტაჟი დასავლეთ ნაწილიდან დაიწყო. გეგმის მიხედვით ნაგებობის ზედა ნაწილს ეტაპობრივად აიღებენ, საყდრენ ბოძებს კი ბოლოს, კონტროლირებადი აფეთქებით დაშლიან.
საავტომობილო ხიდის ჩანგრევას 43 ადამიანი ემსხვერპლა. გენუაში ტრაგედია 14 აგვისტოს მოხდა.
იტალიის მთავრობამ პასუხისმგებლობა დააკისრა კომპანიას, რომელიც ხიდს ემსახურებოდა.