ამერიკის შეერთებული შტატები სირიიდან სამხედროებს აპრილის ბოლოსთვის გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ამავე ცნობით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების დახმარებით უახლოეს დღეებში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიების აღებაა დაგეგმილი.
4 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ძალების ნაწილი სირიის ტერიტორიაზე ისრაელის დაცვის მიზნით დარჩება. მისი თქმით, ვაშინგტონი იცავს მშვიდობას და ამისათვის ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს.
მანამდე კი, 2018 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა მოიპოვა გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და სამხედროები სირიას 2-3 თვეში დატოვებენ.