გაერო: ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდელმა მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს

გაერო: ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდელმა მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს

საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს, - ასეთია გაეროს გამომძიებლების დასკვნა. ისინი საქმეს სტამბოლში გაეცნენ.

ამასთან, გაეროს ექსპერტმა აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში თურქეთი საუდის არაბეთის მხრიდან საკმაოდ შეზღუდული იყო. საგამოძიებო ჯგუფი საბოლოო დასკვნას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე 2019 წლის ივნისში წარადგენს.

აუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს. თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლული ჟურნალისტის  ცხედარი დაანაწევრეს. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით კი, ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ CIA-ს გამოძიებამ საუდელი პრინცის ბრალი უკვე დაადგინა, თუმცა ტრამპმა ამ შედეგს „წინასწარი“ უწოდა და ბინ სალმანი ჟურნალისტის მკვლელობაში არ დაადანაშაულა.