ბრაზილიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ლიდერი სან-პაულოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსი საავადმყოფოში მაღალი სიცხეების გამო გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევის შედეგად მას ფილტვების ანთება დაუდგინდა.
ბოლსონარუ ჰოსპიტალში სექტემბერშიც მოხვდა. მაშინ ბრაზილიის პრეზიდენტი წინასაარჩევნო მიტინგის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. პირველი პირის პრესსამსახურის უფროსის, ოტავიუ დუ რეგუ ბარუშის თქმით, ჟაირ ბოლსონარუს პნევმონია მხოლოდ ბაქტერიული და არა ვირუსულია. პრეზიდენტს შესაბამისი ანტიბიოტიკური მკურნალობა დაენიშნა და მას ჰოსპიტლიდან მალე გაწერენ.