აშშ-ში 92 წლის ასაკში უხუცესი კონგრესმენი ჯონ დინგელი გარდაიცვალა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
მიჩიგანელი პოლიტიკოსი დემოკრატების სიით კონგრესში პირველად 1955 წელს მოხვდა. საკანონმდებლო ორგანოში მან 59 წელი გაატარა, 2015 წელს კი პენსიაზე გავიდა.
დინგელის სახელს უკავშირდება არაერთი ლიბერალური კანონპროექტის მიღება. მისი უშუალო დამსახურებაა ჯანდაცვის პროგრამის - Medicare-ის ამოქმედებაც.