სტამბოლში რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დაშავებულია 12 ადამიანი. აქედან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სხვადასხვა უწყების 500-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.
ირკვევა, რომ 1992 წელს ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა, რომელსაც მოგვიანებით სამი სართული დააშენეს. საცხოვრებელ კორპუსში 14 ბინა და 43 რეგისტრირებული მაცხოვრებელია.
სტამბოლის აზიურ ნაწილში, საცხოვრებელი სახლი 6 თებერვალს ჩამოინგრა.