ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას კიდევ ერთი სასჯელი 12 წლითა და 11 თვით განუსაზღვრეს. საქმე ფულის გათეთრებასა და კორუფციას შეეხება. ეს მისთვის უკვე მეორე განაჩენია. ინფორმაციას Globo ავრცელებს.
პირველ განაჩენზე განსაზღვრულ სასჯელს 12 წლითა და ერთი თვის ვადით ის გასული წლის აპრილიდან კურიტიბის ციხეში უკვე იხდის. ამ შემთხვევაშიც ის კორუფციის გამო გასამართლდა.
ჯერჯერობით უცნობია, შეკრებს თუ არა ბრაზილიის სასამართლო ამ ორ სასჯელს.
ლულა და სილვა ბრაზილიას სათავეში 2003-2011 წლებში ედგა.